არ ვიცი საიდან მოხვედი ,
არ ვიცი საერთოდ რა გინდა.
თანდათან სულ უფრო გეჩვევი
და თითქოს უშენოდ არ მინდა.
თვალებზე მომდგარ ცრემლს ვერ ამჩნევ,
მეც მუდამ ვცდილობ რომ დავმალო.
გგონივარ სულელი თავნება.
გეგონო...საყვედურს არ ვამბობ.
არ ვიცი რამდენხანს დარჩები,
სიხარულს სანამდე მაჩუქებ.
როდესაც ათასი დარდი მაქვს,
მოდიხარ, ტკივილებს აყუჩებ.
არ ვიცი საიდან მოხვედი.
დღეს შენი სიკეთე მაოცებს.
წასვლის წინ მოვალ და თბილ გულში
ბავშვური სიწრფელით გაკოცებ.