მოდი დავეკარგოთ ყველას ჩვენს გარშემო,
მერე ერთმანეთი სადმე შორს ვიპოვნოთ.
ჩვენზე მოვიხდინოთ ყველა ის გარემო,
სადაც ჩვენს გარეშე ჩვენი არ არსებობს.დილით მოგიკრიფავ, ყვავილს, მზის უნახავს,
კოცნით გაგიღვიძებ, სიზმარ ნანახ თვალებს.
მერე შუადღისთვის გეტყვი რომ ვინახავ,
მე იმ ჩახუტებას, შენ რომ გაკანკალებს.როცა საღამოსკენ გრილად ჩაისუნთქავ,
სითბოს ნაკლებობას იგრძნობ ბუნებისგან.
მერე ჩემთან მანძილს ძლიერ შეგიზღუდავ,
ჩემით რომ დაგიცვა ყველა სიცივსგან.მოდი დავეკარგოთ, ამ ჩვენს რეალობას,
მერე ერთმანეთი სადმე შორს ვიპოვნოთ.
მარტო შენთან ყოფნა ვიცი რომ მჭირდება,
რადგან შენზე მეტი ჩემთვის არ არსებობს.