Предыдущая публикация
ცას ავყევი ლაჟვარდოვან ოცნებად,
მზეს შევხარე,სხივი გულში ჩავიკარი
და სიყვარულს მოვეფინე კოცნებად...
შენი თბილი მოფერება შევიგრძენი,
ვარსკვლავებით მოხატული თვალები,
მე რომ მიყვარს მაგ თვალებში ჩაძირვა და
მონატრებას დავუთვალე წამები....
გვირილების ცაში ისე ამიტაცე
მოლოდინი შემეცვალა სიამედ,
სულის კარი ჩარაზული გააღე და
სიყვარული შემოუშვი მდინარედ......
შენ ხარ ჩემი სუნთქვისფერი მონატრება,
გაზაფხულის წვიმის წვეთი მინაზე....
პეპლის ფრთებით მომიტანე სიხალისე
დამითვალე ყვავილები სილაზე....(თ.მგელაძე)
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев