ლეო მესი გინესის რეკორდების წიგნში საპატიო ადგილი ლეო მესის უკავია..
არგენტინელს ხუთი რეკორდი ეკუთვნის: ესპანური პრიმერას 37 მატჩში გატანილი 50 გოლი; "ოქროს ბურთის" ოთხგზის მფლობელი; ჯერ ორი, შემდეგ კი ოთხი ჰეთ-თრიქის ავტორი ჩემპიონთა ლიგაში და წელიწადში გატანილი გოლების საუკეთესო მაჩვენებელი - 91
კარგი სიახლე კატალონიური გრანდის ბანაკიდან. გუნდის ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი თავის ამჟამინდელ კლუბში დარჩენას აპირებს, იტყობინება Sport.ფეხბურთელმა მოლაპარაკებები გამართა „ნიურ-იორკ სიტისთან“ და ძალიან ახლოს იყო ამ კლუბში გადასვლასთან, თუმცა, მას დარჩენილი ჰქონდა „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელთან, ლუის ენრიკესთან და პრეზიდენტთან, ხოსეპ მარია ბართომეუსთან გასაუბრება. ჩავი ძალიან კმაყოფილი დარჩა მოლაპარაკებებით და 24 ივლისს, გუნდს შეუერთდება. „ლურჯ-ბროწეულისფერების“ მწვრთნელმა ჩავის განუმარტა, რომ მისი იმედი აქვს და ფეხბურთელმაც, ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით, მუშაობის სურვილი გამოთქვა. თუმცა, უნდა აღინიშონს, რომ ჩავის ჯერ საბოლოოდ არ განშორებია „ნუი-იორკ სიტიში“ გადასვლის აზრს.