სადაც არ უნდა შეიხედო, ყველგან მსგავსს ტექსტებს აქვს წალეკილი საიტები თუ სოციალური ქსელები:
რომელ ქართველზე გადაირია სტანისლავ ბონდარენკო
ვინ არის გოგონა, ვის გამოც სტანისლავ ბონდარენკო ცოლს დაშორდა
აი რას წერს სტანისლავ ბონდარენკო ქართველებზე
სტანისლავ ბონდარენკო თბილისში ჩამოდის!!!
სტანისლავ ბონდარენკო ქუთაისელი გოგონების დახვედრამ შეაშინა
რას წერს, რას ჭამს, როგორ ამთქნარებს, ტუალეტში რამდენ ხანს ყოვნდება, ვინ მოსწონს, როგორ ცეკვავს… ბონდარენკო, ბონდარენკო, ბონდარენკო!!!!
მის გვერდზე შეიხედავ და აწ უკვე უთავმოყვარეო გოგონების აღლუმი გაშფოთებს, სადაც ღიად და საჯაროდ ემუდარებიან მეგობრებში დამატებას, შეხვედრას, ა.შ. (!)
დამტვრეული რუსულით და ინგლისურით შრიფტით დაწერილი კომენტარებიც ცალკე შოუა:
– ia tibia liublu
– saidu suma
– nauchis gruzinskoe tosti I budesh nastoiashem gruzinam
– ან კიდევ ქართულად ახსნილი სიყვარულ-ები (დარწმუნებული ვარ, ზის და გუგლ თრანსლეითით თარგმნის ბონდარენკო)
მოკლედ, მოვიკითხე, ვინ ბრძანდება ბატონი სტანისლავი და რა როლი აქვს ფილმში, როგორც მაცნობეს, რომ მისი გმირი ვლად ორლოვი – ქალებზე თავგადაკლული კაცია.
კიდევ ერთხელ, მიმოიხედავ ფეისბუქზე და გაშფოთებს აღტყინებული გოგოების ჭყლოპინი, გოგოიან-ქალიანად, მასთან გადაღებული ფოტოების ამაყი გამოფენა, მის შესახებ სტატიების ისტერიკული გაზიარება…
მიუხედავად იმისა, რომ ამ ფენომენს ვერ ვხსნი (ჰო, არსებობს ფაქტები, რომლებზეც მეც კი არ მაქვს არგუმენტები), ფაქტი ფაქტად რჩება, ქართველ ერს ახალი ღმერთი გვყავს, რომელიც სათავეში უდგას ახალ სექტას, სახელად – ბონდარენკოელები.
დარწმუნებული ვარ არცერთი დამეთანხმება ამაში რას აქ დავწერეე.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 7