მე არ მეყოფა ფურცლების გროვა,
რომ აღგიწერო როგორ მიყვარხარ...
შენ გამიღვივე ის დიდი გრძობა,
რომელსაც მუდამ გულში ვინახავ.
შენ გამიღვივე ის დიდი გრძნობა,
ის დიდი სითბო, ის მეგობრობა,
რომელიც მუდამ ჩემთან იქნება
და არასოდეს არ გამიქრება...
მე მახსენდება ლამაზი დღეები,
იცი რომელი? როგორ არ იცი...
ჩვენი დღეები,ჩვენი განცდებით,
მოგონებებით, ფიქრში დავიწვი...
ბევრი ეძიებს, მაგრამ ვერ ჰპოვებს,
ბევრმაც იპოვა, მაგრამ დაკარგა,
ბედნიერება იცი რაშია?
მე შენი გიპოვე, და არ დაგკარგავ...
იცი, გულში რა ძალიან თბილა?ასე ყოფნა,სულ არაა რთული...შენ ხარ,
ჩემი საოცარი – დილა...და შენს გამო,მიფრთხიალებს გული...მზეს და
მთვარეს,შენს სიყვარულს ვუმხელ...და სხივები მინათებენ, დილას...მომიყევი,
რა გადაგხდა წუხელ...მოდი,გულში, იცი, როგორ თბილა?შემატოვე ღამე, წასულ
სიზმრებს...მომეპარე,და მაკოცე ფრთხილად...შენთან,გულში შემომიშვი
ისევ...გაზაფხულით დამინამე დილა...შენ ხარ ჩემი, წარსული და აწმყო...ჩემი
ლოცვა,ოცნება და დარდი...მე ხომ დილას, შეუძლებელს არ ვთხოვ...როცა
მოვალ,არ წახვიდე, დამხვდი...იცი, წუხელ რა ძალიან მაკლდი?ვიცი,მალე
გათენდება დილა...შენს გულში თუ,ვერ მომიჩენ ადგილს...ჩემთან
მოდი...ჩემთან, უფრო თბილა