სიყვარული ყველაზე ლამაზი, სუფთა, უმანკო,
უკელთიშობილესი გრძნობაა. ყველაზე დიდი ნიჭი,
რაც ღმერთმა ადამიანს უბოძა.როცა გიყვარს
ადამიანი იცვლები, მთელი სამყარო იცვლება შენს
გარშემო. ყველაფერი პატარა ბავშვივით გახარებს და
ბედნიერებას იღებ ყოველი წვრილმანისგან.
სიყვარული გრძნობაა, რომელიც საოცრებებს
ახდენს. ეს არის საოცარი კავშირი ადამიანებს
შორის, რომელიც აუხსნელია, დაუწერელია. ეს უნდა
განიცადო. დატკბე ამ ტკბილი ნექტრით და შეიგრძნო
მთელი არსებით. ბედნიერია ის ვისაც სიყვარული
შეუძლია. ვინც იცის რაა წმინდა სიყვარული
ეგოიზმისგან, ანგარებისგან, შურისგან დაცლილი.
სიყვარული თვით ღმერთია, უდიდესი ნიჭია და
ცოდვაა ის ადამიანი, ვინც ამ ნიჭის განცდის გარეშე
დატოვებს ამ წუთისოფელს.