Предыдущая публикация
ჯვარზე კაცი რომ ჰკიდია,იცი განა მისი ფასი?
არა თქვა, რომ იცი ფასი!
პური არის ხორცი მისი.
იცი განა პურის ფასი,
იცი განა მადლი მისი?
არა თქვა, რომ იცი ფასი!
ღვინო არის სისხლი მისი.
იცი განა ღვინის ფასი,
მიწაშია ფესვი მისი?!
იცი განა მიწის ფასი,
სადაც დედა იშვა მისი?!
იმავ დედამ მიწას უშვა
სულიწმიდით შვილი მისი.
იცი განა დედის ფასი?
გტკივებია დარდი მისი?
გილოცნია დედა ისე,
როგორც დედას შვილი მისი?
არა თქვა, რომ იცი ფასი!
ის ერთია- შენ - ათასი!...
ის ღმერთია და ღვთის ფასად
ზეცაშია მისი ფასი!!!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 8