მე აღსარება მსურს გითხრათ ერთი, ნეტავი ახლა მისმენდეს ღმერთი, მაქვს უამრავი დანაშაული, მინდა თუ არა გვერდს ვერ ავუვლი. უპირველესად ცოდვა მაქვს დედის, აი,მიზეზი ცრემლის და სევდის, ვერ მოვეფერე როცა დაბერდა, როცა მიცდიდა ღია სარკმელთან. გათენებამდე ტანჯვით მელოდა, ლოდინი გახდა მისი ხელობა, მე სხვაგან ლაღი და სიტყვა უხვი, დედასთან ვიყავ ძუნწი და უტყვი.