სანამ არ გაათავისუფლებს ზედმეტი მინარევებისაგან და არ მიიღებს ბაჯაღლოს, ანუ სუფთა ოქროს.
გამოცდილი ექიმი, მიუხედავად ავადმყოფის ტკივილისა და ყვირილისა, კურნავს მას სხვადასხვა მწარე წამლის მეშვეობით. საჭიროების დროს სპირტითა და ამოშანთვით.
ხშირად ჩვენი ცოდვებიდან გამომდინარე, ჩვენივე კურნების მიზნით, უფალი ასევე მოგვივლენს სხვადასხვა განსაცდელებს. მაგალითად: მოულოდნელ ავადმყოფობას, ტკივილებს, მწუხარებას, პატიმრობას, დამდაბლებას, სირცხვილის შიშს, ცილისწამების სიმძიმეს, საზოგადო კრიტიკას და სხვა ტანჯვა-წამებას.
განსაცდელებით უფალს სურს: 1. ადამიანს შესძინოს გამოცდილება. 2. გამოსწორდეს ე.ი. იფიქროს რა მიზეზით მოევლინა ეს განსაცდელი. 3. განიწმინდოს ე.ი. აღიაროს და ეცადოს, აღარ გაიმეოროს მსგავსი ცოდვები.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев