წუხელის ეშმაკსაც ლოცვანი ასწავლა,
დე, შენმა თვალებმა იმარჯვეს ღამეზე,
ვატყობ რომ რატომღაც ნაოჭმაც დაგღალა.
გეძახი შორიდან და უფალს შევნატრი,
მიცოცხლე - ვყვირივარ და წუთებს ვამძაფრებ,
დე, იცი ამ გრძნობას სახელი შევარქვი,
თუმცა კი ლექსის მეტს ვერაფერს ვამატებ.
ბოდიშს გთხოვ, ყოველი უაზრო დღისათვის,
როდესაც მე ურცხვმა ვერც კი დაგაფასე,
ოღონდაც იცოდე, ყველაფერს ნამდვილად,
უფალი მისივე გონებით აფასებს.
დე, მინდა გხედავდე მარად და ისე რომ
ამ წლებმა უბრალოდ მარტონი დაგვტოვოს,
ოღონდაც შენ მყავდე, ანგელოზს გადარებ,
ოღონდაც შენ მყავდე, სხვებმა რომ დამტოვოს.
დე, იცი გულს გჩუქნი და მინდა გიყვარდეს,
რადგანაც მე და შენ ერთნი ვარ არსებით,
ეს კიდევ დარდს სჯობნის, სევდას და ბოროტსაც,
ეს კიდევ გვეყოფა, სრულად და სავსებით.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 3