სევდით მევსება დაღლილი გული
როცა მიყურებს ლამაზი სული,
დაღლილი სევდით, გრძნობით და თხოვნით
მშიერი, დედის გულ-თბილი კოცნით...
მარტო გადიხარ ქუჩის ბილიკებს
სულის სიმწარეს ვერვინ გაგიგებს
პაწია სახის ნაზი თვალები,
ქუჩაში გამვლელს თეთრს ევედრები...
ნაზი თვალები ხალხს ევედრება:
მიშველეთ, აღარ მყავს პატარას დედა,
თქვენაგნ სიყვარულს მოველი მხოლოდ
გრძნობა გამათბობს ზამთრის დღის ბოლოს...
ყველა პატარა უფლის შვილია,
მასაც ხომ ჩვენი სითბო სწყურია ?!
მისი დღეები მძიმედ განვლილი
ჩემი სულის და გულის დარდია...
ვეღარ გაუძლებს გული ამდენ დარდს
ვეღარ გაგწირავ ობოლს, პატარავ !!!
დარდით დაღლილი ჩაგიკრავ გულში
წამოდი, ჩემთან წაგიყვან სახლში... !!!
შენით თენდება, შენით ღამდება,
ჩემო ძვირფასო დედა!
გთხოვ ,მაპატიე შენი სიცოცხლე
მე თუ ვაქციე ცრემლად
დედა შვილისთვის ყველაფერია,
შვილი დედისთვის-სევდა,
ფიქრთ და დარდით გაჭაღარავდი,
განა ვერ ვამჩნევ? ვხედავ.
გკოცნი, გეხვევი, გეალერსები,
თვალ-სევდიანი რომ ხარ,
შეცდომებს აღარ გავიმეორებ
თუკი მეორედ მოვალ.
უცებ ბავშვივით გადავიქცევი
როცა მომაპყრობ მზერას,
წარსულს ,დღევანდელს და მომავალსაც
ბავშვის თვალებით ვხედავ.
იმედიანი დღე ხვალინდელი
ვინ გამითენოს ნეტავ?
ქვეყნად ორია ჩემი მშველელი
მაღლა-ღმერთი, აქ-დედა