მწვანეთვალება ბიჭს ხატავდა ფუნჯი მხატვარის; მხატვარს უკვირდა, ვერ შეექმნა ხატი ნანახის. ბიჭს უყურებდა, ბიჭის ნაცვლად დიდ გულს ხედავდა, მისი თვალების დახატვას კი ვეღარც ბედავდა. ან როგორ უნდა ჩაეტია სასწაული მხოლოდ ნახატში? სიმამაცე და სიყვარული ერთ დანახვაში; სიკეთის ზღვა და მაცდურება, რაღაც თამაში, ვერ მოეძებნა ლოგიკური ახსნა ამაში. უყურებდა და წარმოიდგენდა მხედარს თეთრ ცხენზე, ხან პატარა ბიჭს საატესტატო გამოცდებზე, ხან მგლის ნაშიერს, ჩაგრულთ დამცველს, ხანაც თავად ბავშვს, ხან ქალთა რისხვას, გულთა მპყრობელს, ხან კი ავაზას. სხვები ნატრობენ, საოცნებო ბიჭი რამ არის, მე კი ვამაყობ ყოველ ჯერზე: „ჩემი ძმა არის!“
წერილი ემიგრანტ დედას. სწავლა იწყება, ჩანთას ვიმზადებ, როგორ მაკლიხარ დედი. შენ მე შორიდან ზრუნვით გამზარდე, როგორ მჭირდები ვხვდები. მიმაცილებდე სკოლის კარამდე, ლოცვას მაწევდე გზაში, მიჩურჩულებდე ნაზი ღიმილით, "არ იცელქოო კლასში." შარშანდელივით შენ მაგივრობას ბებო გამიწევს დედი, ნუ ატირდები, ასე ყოფილა ემიგრანტების ბედი. ო... როგორ მინდა შინ დაბრუნებულს, კარს მაგებებდე ღიმილს, მიმსუბუქებდე წლობით გამოვლილ ცრემლებს, დარდსა და ტკივილს. მახსოვს ის ღამე, როცა ძილის წინ თავი შენ მკერდზე მედო, მითხარ:"ხვალიდან სხვაგან მივდივარ, დაუჯერეო ბებოს." მას შემდეგ ბევრი წლები გავიდა, ბევრჯერ გაიღო კარი, მონატრებასაც რამდენს ავიტან, ყველაფერს ხომ აქვს ზღვარი. მინდა ერთ დილით შენ გამახარო, ამანათების ნაცვლად