ადამიანი, რომელიც მე მიყვარს, ერთ დღეს უბრალოდ ადგა და წავიდა, რა უფრო მტკივნეულია– გიყვარდეს და ვერ მიგქონდეს მის გულამდე სიყვარული, თუ მიიტანო და არ დასჭირდეს?… ჰო, ასეც ხდება.. შეიძლება ვინმე მთელი გულით გიყვარდეს და უფრო მეტიც- შენი მთელი გული აჩუქო, მას კი უბრალოდ არ ეყოს ან არ დასჭირდეს!
იმ დღეებზე ვფიქრობ, ცოცხალი რომ აღარ ვიქნები, ნეტა რა დარჩება ჩემგან, ამ ტკივილებით, ამ სიკვდილებით, ამ ამაოებით სავსე პლანეტაზე, ნეტა ვინ იქნება ის, ვისაც ყველაზე დიდ ხანს ვემახსოვრები...