"კრიშტიანუ თავს ცუდად გრძნობდა, ის მოტეხილი იყო, მისი ფეხბურთისადმი ლტოლვა არ იყო ისეთივე, როგორიც ადრე. ძალიან გასაკვირი იყო, რომ რონალდუ არ უთმობდა ვარჯიშს იმდენივე დროს, რამდენსაც ადრე. მე კი გადავწყვიტე, რომ ის ცოტათი მაინც გამეხალისებინა. ერთ-ერთი თამაშის შემდეგ თითოეულ ფეხბურთელსა და პერსონალს ვთხოვე, რაღაც მიზეზი მოეფიქრებინა და არ მისულიყო გასახდელში, რადგან მე იქ ხუმრობას ვგეგმავდი კრიშტიანუსთვის. კარებზე წყლით სავსე ტაშტი დავდგი და როდესაც ის შემოვიდა, მთლიანად თავზე გადაესხა. მას ძალიან გაეცინა და ერთად ვიცინოდით, ეს იყო პირველი შემთხვევა დიდი ხნის მანძილზე, როდესაც კრიშტიანუ გაცინებული ვიხილე. სამწუხაროდ, ამ ხალისმა დიდხანს ვერ გასტანა, მაგრამ ამის შემდეგ ჩვენ უფრო დავახლოვდით და მე მივხვდი, თუ რა დიდებული ადამიანია ის".
"მას შემდეგ, რაც დავახლოვდით, რამდენიმე დღით დასასვენებლად ერთად წავედით, სადაც ის გაიხსნა ჩემთან და მითხრა, თუ რაში მდებარეობდა მისი პრობლემა. მისი თქმით, ის გულშემატკივრებისაგან სიყვარულსა და სითბოს ვერ გრძნობს "ბერნაბეუზე" თამაშისას. სწორედ მაშინ ვუთხარი მას: კრიშტიანუ, ჩემი მეგობარო, ფეხბურთელები, რომლებსაც "ბერნაბეუ" ადიდებდა ერთი ხელის თითზეა ჩამოსათვლელი, ამიტომ თუ მათ რაიმე არ მოსწონთ, ესეიგი რაღაცას არასწორად ვაკეთებთ და დაღონების ნაცვლად, უმჯობესია ვიფიქროთ, რისი გამოსწორება შეიძლება. მეორე დღეს მადრიდში დავბრუნდით".
"დილის 8 საათი იყო, როდესაც ვალდებებასზე წასვლა და ცოტა ნაადრევად ვარჯიშის დაწყება გადავწყვიტე მარტომ. როდესაც ბაზას მივუახლოვდი, რაღაც ხმაური გავიგე და გამიკვირდა... აღმოჩნდა, რომ იქ უკვე იმყოფებოდა კრიშტიანუ, ის შეუჩერებლად ვარჯიშობდა. არასოდეს მინახავს, რომ მას ასეთი დატვირთვით და გულიანად ევარჯიშა. მან ვერ დამინახა, მე კი ჩუმად ვუყურებდი თუ როგორ ავარჯიშებდა ის თავის დრიბლინგს, სისწრაფეს და დარტყმებს. ეს არაჩვეულებრივი იყო. შემდეგ მან ფეხებზე სიმძიმეები ჩამოიკიდა და ყველაფერი გაიმეორა, რაც იქამდე ჰქონდა ნავარჯიშები, მე გამიკვირდა და გაოცებისგან ავყვირდი და მან შემამჩნია. კრიშტიანუ ზუსტად საათნახევრის განმავლობაში ვარჯიშობდა, ხოლო როდესაც დაასრულა, ჩვენ მომდევნო დღეს "სელტასთან" გასამართ მატჩზე დავიწყეთ საუბარი".
"იმ შეხვედრაში მისი პირველივე დარტყმა გოლით დასრულდა, თანაც ულამაზესი, სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლით. მე მასზე მეტად ვიყავი გახარებული. იმ შეხვედრაში მან ჰეთ-ტრიკი შეასრულა და მე გადმომცა ბურთი, რომელზეც ეწერა: "ახლა შენი გაუმჯობესების დროც დადგა, მე ჩემი მოვალეობა შევასრულე", სულელმა მადლობაც კი არ გადამიხადა (იცინის). შემდეგ თამაშში კი გოლი მე გავიტანე. გასახდელში რონალდუმ დამიძახა და მკითხა, დაგეგმილი მქონდა თუ არა რაიმე იმ საღამოსთვის, მე ვუთხარი, რომ არა. განსაკუთრებული არაფერი დაგვიგეგმავს, მან ჩემი მეგობარი გოგონა დაპატიჟა, რაც ძალიან გამიკვირდა, რადგან არ ვიცოდი, რომ ისინი ერთმანეთს იცნობდნენ. დრო დიდებულად გავატარეთ, ყველაზე კარგი კი ის იყო, რომ მან ყველაფერი თავად დაგეგმა".

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 44