ჩამქრალ სანთლებზე შერჩენილა ცრემლების კვალი,
მოვედი ღმერთო,მოვიტანე ცოდვების დასტა,
დაღლილი სული და უთქმელი ლოცვების ვალი.
მტკივა უფალო უმწეობის მტანჯველი განცდა,
გარეთ მათხოვარს წამოვედე გამოწვდილ ხელზე,
რაც გვქონდა ადრე,მისგან მხოლოდ ცოდვები დაგვრჩა,
ტკივილებს ვესვრით კვლავ მარიტას გაყინულ მხრებზე.
ვინ ვარ უფალო?!გადაღლილი ცოდვილი მგზავრი,
გზააბნეული მოვადგები შენს წმინდა კედლებს,
შენც გაქვს უფალო,უმწეობის მტანჯველი ჯავრი?
როცა წაქცეულს აღარ უნდა ადგომა ფეხზე.
რას გრძნობ შენ ღმერთო,როცა ტკივილს ვიყუჩებთ ცოდვით?
როცა არ გკმარობთ წყალობად და ვვაჭრობთ ეშმაკთან?
როცა ხანდახან ოცდაათ ვერცხლად თავად ვიწონით,
როცა შურისგან დიდ სიკეთეს ცოდვად შევრაცხავთ?
კრთები უფალო?მიგვამსგავსებ როცა პილატეს?
ალბათ შეკრული იარები ისევ გეხსნება,
რას გრძნობ უფალო,ცოდვები რომ ასე იმატებს?
ალბათ ტკივილებს უხმოდ იტან და გდის ცრემლებად...
და გვაცვივს მერე ის ცრემლები წვიმად და თოვლად...
ზოგჯერ სხვის ცოდვებს ეწირება ვინმე უბრალო,
მოვედი ღმერთო და დაგინთე დარდები ლოცვად,
გზა გამინათე,მეშინია,ბნელა უფალო!
თეონა კიკვაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев