არასდროს არ დამავიწყდება ეს დღე. წვიმდა, საშინელი ამინდი იყო. მე კი გარეთ ვიყავი ბავშვებთან ერთად. ვგიჟობდით, ვიცინოდით როცა ერთმა ბიჭმა გამოიარა და ყველას ყურადღება მიიპყრო. ერთმანეთს შევხედეთ გოგოებმა და სიცილი დავიწყეთ. არა, ვაღიარებ რომ ძალიან სიმპატიური იყო. მაგრამ ჩვენთვის არ შემოუხედავს და სიმართლე გითხრათ ძალიან დამწყვიტა ამის გამო გული... ერთმანეთს ვეკითხებოდით თუ ვინ იყო ეს ბიჭი მაგრამ პასუხი არავის არ გვქონდა. ისიც არ ვიცოდით სად ცხოვრობდა, რომელ სართულზე, შევხვდებოდით თუ არა მეორედ. - დაგასწარით ჩემია!-წამოიყვირა ლიკამ, რომელსაც ვერ ვიტანდი რადგან სულ ცდილობდა რომ დავემცირებინე. angry -ჰაჰა!- ჩავიცინე. ავდექი და სახლში წავედი. მთელი ღამე იმ უცნობ ადამიანზე ვფიქრობდი მაგრამ ის ფაქტი მაღიზიანებდა რომ ყველა ვინც ჩემთან ერთად იყო ზუსტად იმავეს ფიქრობდა რასაც მე. თითქოს ვეჭვიანობდი, მაგრამ თან ჩემს თავს ვეკითხებოდი: -გვანცა, გაგიჟდი? მას ხომ ჯერ არც იცნობ! აქამდე ვამბობდი რომ ერთი ნახვით შეყვარება შეუძლებელი იყო და ამის არ მჯეროდა, მაგრამ რაც საათები გადიოდა მით უფრო ვრწმუნდებოდი ამაში. მეშინოდა კიდეც. ღამე როგორღაც გადავაგორე იმ უცნობის ფიქრში. ვნერვიულობდი ოდნავ, რადგან ვიცოდი რომ ხვალ ან ზეგ მაინც ვნახავდი.. ავდექი, მოვწესრიგდი და სკოლაში წასასვლელად მოვემზადე. -გვანცააა! ჩანთის წაღება არ დაგავიწყდეს - დედამ წამომაძახა და ჩაიცინა. მეც რა თქმა უნდა გავიღიმე და წავედი სკოლაში. ვიცოდი რომ ეს დღეც ისეთივე ერთფეროვნული იქნებოდა როგორც დანარჩენი... გაკვეთილები დამთავრდა, სახლში მოვდიოდი. უბანში შემოვედი და ის დავინახე.. ავფორიაქდი, გული ამიჩქარდა. არ მინდოდა შეემჩნია. თან ჩემს ძმაკაცებთან იჯდა. ალბათ მათი გაცნობა უნდოდა. მე კი ვიცოდი რომ დამიძახებდნენ. ველოდებოდი ნიკას (ჩემს ყველაზე მაგარ ძმაკაცს) როდის დაიყვირებდა ჩემს სახელს. - გვანციიიი. - გაისმა ნიკას ხმა. - ხოოო ნიკუშ. -არ უნდა მნახო? რა თქმა უნდა მივედი. მე ხომ ეს მინდოდა. გადავკოცნე ბიჭები. ახლა გაცნობის ჯერიც დადგა. ველოდი როდის გავიგებდი იმ ადამიანის სახელს, რომელმაც ასეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. -ჩვენი ახალი მეზობელი უნდა გაგცნო.- მითხრა ნიკამ. მე სახეზე ღიმილმა გამირბინა -ეს სანდროა, ეს კი გვანცა. მან ხელი ჩამომართვა. გული უფრო ამიჩქარდა, ვერ ვმშვიდდებოდი. მიხაროდა. ძალიან მიხაროდა. თვალებში შევციცინებდი. თუმცა მალევე წავიდა. მეც გადავწყვიტე ავსულიყავი. ამეღო ჩემი დღიური ხელში და სანდროზე დამეწერა. არ მიყვარდა მაგრამ საოცრად მიზიდავდა. ეს გრძნობა კი ცოტა მაფორიაქებდა..მეორე დღეც გათენდა. როგორც ყოვეთვის გაკვეთილზე დავაგვიანე. ისევ ეს ერთფეროვნული დღე, მაგრამ ის მახალისებდა, რომ დღესაც ვნახავდი. ველოდებდი იმას რაც გუშინ მოხდა. უბანში შემოვედი და სანდროს ნაცვლად ლიკა დავინახე, რამაც ჩემში ბრაზი გამოიწვია. ირონიულად გამიღიმა და ლაპარაკი დაიწყო: -იცი მე დღეს ვინ ვნახე? ვიცი ხვდები და რაღაცის თქმა მინდა. მე ის მომწონს გაიგე? მომწონს და ვიცი რომ შევუყვარდები. ვინც ხელს შემიშლის.. გავაწყვეტინე ლაპარაკი. -იცი რაა? მშია ლიკა უნდა ავიდე. გაბრაზებულმა შემომხედა, მე კი კმაყოფილი სახით ავედი სახლში. ვფიქრობდი.. მასზე ვფიქრობდი. მერე მართლა მომშივდა. ვჭამე და თეკოს (ჩემს საუკეთესო დაქალს) დავურეკე და ყველაფერი მოვუყევი. ისიც ვერ იტანს ლიკას. არა, მარტო ჩვენ კი არა ვერავინ ვერ იტანს მას. მთელი ღამე სანდროზე ფიქრში გავატარე. დილით გვიან ავდექი რადგან შაბათი იყო. ბევრი მქონდა სამეცადინო და ამიტომაც ადრე შევუდექი მეცადინეობას. შემდეგ თეკოს დავურეკე და შევთანხმდით რომ 7 საათზე გარეთ შევხვდებოდით. 1 საათით ადრე ჩამოვიდა თეკო და დამიძახა. მეც ჩავედი. სკამზე ლიკა, სანდრო, ნიკა და თეკო ისხდნენ. მე გაღიმებული სახით მივიწევდი მისკენ. ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი სანდროს მწვანე თველაბს და როდის მოვიკითხავდი. გამარჯობის თქმაც ვერ მოვასწარი, რომ ლიკამ დაიწყო ლაპარაკი: -უი, სულ დამავიწყდა. მაღაზიაში უნდა წავიდე და ვინმე წამომყვეს, მეზარება. -გოგოები წაიყოლე. - ნიკამ წამოიძახა. -არა, იქით სულ ლოთები დადიან და მეშინია. სანდრო, იქნებ შენ შეძლო და გამომყვე. გთხოვ. სანდრომ უარი ვერ ითხრა და ამ იდიოტს გაყვა angry მე, თეკო და ნიკა დავრჩით. დიდი დრო ვლაპარაკობდით, ისინი კი ჯერ არ ჩანდნენ. გავბრაზდი და თეკოს შევხედე. ის მიღიმოდა. ალბათ მიხვდა რასაც ვგრძნობდი. გასეირნება მინდოდა, რომ ისინი მენახა მაგრამ დედამ დამიძახა. სხვაგან მივდივართო. დავემშვიდობე ბავშვებს და სახლში დაღვრემილი სახით ავედი recourse ღამით სულ სანდროზე და ლიკაზე ვფიქრობდი. თითქო ვეჭვიანობდი. ერთი სული მქონდა როდის გავიდოდა ღამე, რომ ხვალ მენახა სანდრო. 6 საათი იყო რომ თეკომ დამიძახა ჩამოდიო. მარტო ჩვენ ვიყავით და ვსეირნობდით. თან ვლაპარაკობდით თავისუფლად. ნახევარრი საათის მერე მარი ჩამოვიდა. ისიც ჩვენი მეზობელია. ერთმანეთთან კარგად ვიყავით. უცებ ლიკა დავინახეთ და ხასიათი შეგვეცვალა. გადაგვკოცნა და ღიმილით დაიწყო საუბარი: -გუშინ თქვენ არ იცით რა მოხდა. მე და სანდრო მივდიოდით და უცებ ხელი მომკიდა. მომიახლოვდა და მაკოცა. შემდეგ ახსნა რომ ვთხოვე ყველაფრის მითხრა რომ ძალიან მოვწონვარ. ახლა ერთად ვართ. მე გაბრაზებული სახით შევხედე ლიკას. მალევე სახლშიც ავედი. ვცდილობდი ლიკას ადგილზე თავი წარმომედგინა და მეღიმებოდა, მაგრამ სამწუხაროდ რეალობისთვის თვალი უნდა გამესწორებინა :(( თავს საშინლად ვგრძნობდი. საშინლად არ მსიამოვნებდა რომ ლიკა და სანდრო ერთად იყვნენ.. დღეები გადიოდა, სანდრო არსად არ ჩანდა. ლიკა კი სულ იმას იმეორებდა რომ დღეს ველაპარაკე და კარგადააო. ძალიან ვენატრებიო. მაღიზიანებდა მისი ასეთი ქცევები. მინდოდა რომ გამეპუტა.2 თვე გავიდა რაც სანდრო თვალითაც არ მინახავს.. ლიკა კი ამ 2 თვის განმავლობაში მუდამ მახსენებდა რომ ისინი ერთად იყვნენ. ვგიჟდებოდი ამას რომ ვიგებდი, მაგრამ თავს ვიკავებდი რამე რომ მეთქვა. ერთ დღესაც როცა გარეთ ჩასვლას არ ვაპირებდი, რადგან ცუდ ხასიათზე ვიყავი, სანდრო დავინახე. ის ნიკასთან და კიდევ დანარჩენ ბიჭებთან იყო. გამიხარდა. ჩავედი და მათთან მივედი. მისი მწვანე ტვალები, პატარა ცხვირი და დიდი ტუჩები. love რომ შევხედე დავიბენი და ძლივს მივესამე. ვკითხე რომ ამდენი ხანი სად იყო. მან კი მიპასუხა რომ ნათესავი გარდაეცვალა და ჩამოსვლა ვერ შეძლო. -მაგრამ ლიკას რომ ჩვენთვის არაფერი არ უთქვამს?- გაოგნდა ნიკა -ლიკა აქ რა შუშია?- გაკვირვებული სახით მე შემომხედა სანდრომ.. -თქვენ ხომ ერთად ხართ?-ჩუმათ და ნელა ვკითხე მან კი სიცილი დაიწყო და ყველაფერი უარქო. გულში ვფიქრობდი რომ ლიკას ამის გამო ვაღვევინებდი. ამდენი ნერვიულობა უკვე ყელში მქონდა. მან მოგვატყუა angry გაღიზიანებული ვიყავი ამ ყველაფრის გამო. თეკოს დავურეკე და ვკითხე- ლიკა ხომ არ გინახავს-მეთქი? ძალიან გაბრაზებული ვიყავი.. ერთი სული მქონდა ლიკას როდის ვნახავდი და როდის ვეტყოდი რომ ერთი პატარა ლაწირაკი და ერთი დიდი აფერისტი ადამიანი იყო... ვერ ვეგუებოდი ამდენ ტყუილს.. - სანდროოო! - დაიყვირა ლიკამ. უფრო გამიხარდა რადგან უკვე სანდროსთან ვეტყოდი იმას რასაც ვფიქრობდი..! -ლიკა, მოდი! - დავუყვირე მე.. სახეზე ნერვიულობა ეტყობოდა. მე რას გამომაპარებდა. -ლიკა, ტყუილი რაში გჭირდებოდა? რატომ? აფერისტი ხარ. სანდრო გამოიყენე, რომ დაგეჯერებინა ჩვენთვის რომ ვინმეს ადარდებ. ყოჩაღ. გამოგივიდა. ტაში დაგიკრათ? სანდრო გაოცებული იყურებოდა აქეთ- იქით. გაბრაზებაც შეეტყო, თუმცა თავი შეიკავა რომ რამე ეთქვა.. -ჰაჰა! გვანცა, რას იგონებ? ყველამ ვიცით რომ სანდრო გიყვარს და ამიტომ ამბობ ამ ყველაფერს! მატყუარა შენ ხარ.- ლიკამ მითხრა -რა სისულელეს ამბობ! არ დაუჯერო სანდრო. არა, არ მიყვარხარ და არც მატყუარა ვარ. მე ყველაფერი სიმართლე გითხარი. -სან, ხომ იცი რომ მე ვარ მართალი? კაი, იმართლე თავი, მაგრამ შენც ხომ იცი რომ ტყულს მოკლე ფეხები აქვს! - სიცილით წარმოსთქვა ეს სიტყვები ლიკამ და წავიდა. სანდრომ ეჭვის თვალით შემომხედა. ვიცოდი რომ მე არ დამიჯერებდა. ხოო, დარწმუნებული ვიყავი. მეც შევბრუნდი და სახლში ავედი. ჯობდა რომ არაფერი არ მეთქვა. ..სასოწარკვეთილი ვიყავი. ახლა იმაზე ვფიქრობდი თუ რა შთაბეჭდილება ექნებოდა ჩემზე მას! ავნერვიულდი. ეს ღამე გავათენე! 1 კვირა არ ჩავსულვარ ეზოში. მრცხვენოდა. ალბათ იმის, რომ ჩემს სიმართლეს ვერ ვამტკიცებდი..! facebook- ში შევედი და ვნახე, რომ სანდროს ჩემთვის მეგობრობა ჰქონდა გამოგზავნილი. დავთანხმდი.. და ველოდი იმ მომენტს, როცა შემოვიდოდა რამეს მომწერდა კომპიუტერთან ვიყავი, როცა თეკომ დამირეკა. ძალიან გახარებული იყო. მეც რა თქმა უნდა, რადგან მისი სიხარული ჩემიც იყო. დასავით მიყვარდა. მითხრა რომ მასთან უნდა მივსულიყავი, რადგან საოცარი ამბავი უნდა მოეყოლა ჩემთვის. მეც დავინტერესდი და 2 წუთში მასთან გავჩნდი. -გვანცაააააააა - დამიძახა თეკომ. ძალიან უხაროდა.. - მე და ნიკა... ნიკამ.. ნიკამ სიყვარული ამიხსნა.. გაიგე? მითხრა რომ ვუყვარვარ. მე გაოგნებული ვუყურებდი და მერე ჩამეხუტა. მითხრა რომ ყველაზე მეტად ვუყვარვარ. წარმოგიდგენია? ნიკამ.. ჰაჰჰ, არ მჯერა. მე გაოგნებული ვუსმენდი, რადგან ვერც კი წარმომედგინა ნიკას და თეკოს ერთმანეთი თუ მოსწონდათ. გამიხარდა, მაგრამ თან დაბნეულობაც შემეტყო. თეკოს გადავეხვიე და მივულოცე. -ოხოხოხ ნიკაა! - ჩავიბურტყუნე ჩემთვის. მერე კომპიუტერს მივუსხედით. ჩემს facebook-ში შევედი და ლიკასგან წერილი დამხვდა. "გვანცა, ახლა კარგად მომისმინე, მე არ ვიქნები ის ადამიანი, რომელსაც დაასმენ. მე სანდრო მიყვარს და არ მოგცემ უფლებას მასთან დამამცირო. გასაგებია? ვიცი, რომ შენც მოგწონს, მაგრამ მე პირველი ვიყავი, ვინც აღიარა ეს და წინ ვერ გადამიდგები. იმედია გესმის ჩემი. მე და სანდრო ბოლოს ერთად ვიქნებით. მგონი ხვდები მაგდენს, რადგან ვგრძნობ რომ მასაც მოვწონვარ.. არ გაბედო და ეს ამბავი არავის მოუყვე, მითუმეტეს სანდროს. თორემ როცა შეყვარებულები გავხდებით, შენს თავს შევაძულებ ეს კი არ გაწყობს " თეკომ შემომხედა და გაბრაზებულმა წამოიძახა: - ერთი ჩვეულებრივი კახპაა, რომელსაც სანდრო მართლა სიგიჟემდე ევასება. მე გამეღიმა. ვიცოდი რომ სანდრო ასეთ გოგოსთან არ იქნებოდა. ის მართლაც, რომ ერთი კახპაა.. ქუჩის ქალივით იქცევა. სანდრო კი სულ სხვანაირი ტიპია გარეთ ჩავედით. ნიკაც იქ იყო და სანდროც. თეკო გაიქცა და ნიკუშას ჩაეხუტე. მეც გადავეხვიე და მივულოცე. სანდროს კი უბრალოდ მივესალმე. მისგან მწყინდა, რომ ჩემი არ სჯეროდა. არც ვამტყუნებდი, მაგრამ მაინც გულის სიღმეში მწყინდა, რომ არ მენდობოდა. -გვანცა, შეიძლება ვილაპარაკოთ?- მორცხვად მკითხა სანდრომ მე გული ამიჩქარდა მაგრამ დავთანხმდი. გვერდით გავედით. -გვანცა, არ მინდა ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩეს ჩემზე, რომ ბაბნიკი ვარ. ვიცი რომ ლიკამ შეთხზა უაზრო ისტორიები, მაგრამ გეფიცები რომ ეს არც მომხდარა. -რატომ მეფიცები? არ ხარ ვალდებული რამე ამიხსნა -კი ვარ. შენთავს ვფიცავარ მე და ლიკა ერთად არ ვყოფილვართ. არც მომწონს. კი, ლამაზია მაგრამ მე შენ მომწონხარ და ვფიქრობ, რომ შენც მოგწონვარ. თუ ასე არ არის მითხარი და დავივიწყოთ ეს საუბარი. გავშეშდი, ხმა ვერ ამოვიღე. სანდრო მიხვდა და გამიღიმა. ისევ გამიმეორა.- ჩემდამი რამეს გრძნობ? -სანდრო მე... (შევყონდი) მე.. კი. მომწონხარ და შეიძლება ეს გრძნობა მოწონებაზე უფრო მეტი იყოს. გადამეხვია და ყურში ჩამჩურჩულა: - მე და შენ. ერთად! ერთად ვიყოთ. თავი დავუქნიე და შევეპასუხე: - ოღონდ არავის არ ვუთხრათ. ლიკას... -ლიკა არ მაინტერესებს, მაგრამ კარგი, როგორც გინდა. ბედნიერი სახით გამოვედი. თეკოს ვუღიმოდი და მიხაროდა. გვიან ავედით სახლში. ღამით კი იმაზე ვფიქრობდი, რომ ლიკას აუტანელი საქციელები უნდა ამეტანა... მეორე დღეს 5 საათზე ჩავედი გარეთ. ჩემი ბიჭიც იქ იყო და სამწუხაროდ ლიკაც. მან არ იცოდა რომ ერთად ვიყავით. არა, არავინ არ იცოდა... ძალიან ცუდად იქცეოდა. სანდროსთან რაღაცის მიღწევას ცდილობდა, მე კი საოცრად ვეჭვიანობდი! მინდოდა ლიკასთვის მეყვირა და მეთქვა, რომ სანდრო ჩემი იყო, მაგრამ არ შემეძლო. . . . . . . გადიოდა თვეები, მე კი ამ ყველაფრის ატანა მიწევდა. სანდროსთან ოდნავ ურთიერთობა გამიფუჭდა ლიკას გამო. ღამით ვტიროდი, იმის გამო, რომ სანდროსთან სულ ვჩხუბობდი..! მეშინოდა, რომ დავკარგავდი და ასეც მოხდა. 1 წელი ერთად ვიყავით, ხოლო შემდეგ ლიკამ თავისას მიაღწია. მე და სანდრო დაგვაშორა. გული მტკიოდა საშინლად. სანდროც ალბათ იგივეს გრძნობდა, მაგრამ ვერაფერს ვერ ამბობდა. ჩემი ბრალი იყო, რადგან უაზროდ ვეჭვიანობდი და სანდროსი არ მჯეროდა...:@ ! 1 კვირის წინ გარეთ ჩავედი და ისეთი რამე გავიგე, რომ ჩემი ცხოვრება საოცრად შეცვალა. ახალი ამბავი მახარეს. სანდრო და ლიკა შეყვარებულები არიან. მე სანდროს შევხედე. მას ნაღვლიანი თვალები ჰქონდა, მაგრამ გაბრაზებული ვიყავი და იმ დროს მეზიზღებოდა. მისდამი ის გრძნობდა დავკარგე რასაც ვგრძნობდი. არა, თავს ვიტყუებდი. უფრო შემიყვარდა. ჩემი შეცდომის გამო მე ის დავკარგე. დავკარგე გესმით? დავკარგე! ჩემი ერთადერთი სიყარული. ახლა უარესის ატანა მიწევდა. როგორ ეფერებოდნენ ლიკა და სანდრო ერთმანეთს!!!ნახევარი ადამიანი ვიყავი.. ნახევრად მკვდარი. აივნიდან ვიხედებოდი და ვხედავდი სანდროს. ჩემს ერთადერთ სიყვარულს. ის ხომ ერთი წლის წინ ჩემი დიდი სიყვარული იყო? ახლაც მიყვარს თან ძალიან..! არ ვიცი რა ვქნა.. როგორ მოვიქცე. დავურეკო? ვუთხრა რასაც ვგრძნობ? თუ პირდაპირ შევხვდე და ვაკოცო? და ამით გამოვხატო ჩემი სიყვარული? რა ვქნა? თეკოს დავურეკე. მან მირჩია რომ მივსულიყავი და მეთქვა ყველაფერი. მეთქვა რომ მიყვარს და მის გარეშე ჩემს სიცოცხლეს აზრი ჰქონდა. ასეც მოვიქეცი. ჩავედი ეზოში. სანდრო და ნიკა იყვნენ. მივედი სანდროსთან და გვერდით გავიყვანე. დავიწყე..: - სანდრო, თუ რამე გაწყენინე ბოდიში. მე შენ მიყვარხარ. გთხოვ მაპატიე ეს ყველაფერი. არ მინდოდა. უბრალოდ ძალიან ვეჭვიანობდი. შენს გარეშე ჩემი ცხოვრება უაზრობაა. რეალობისთვის თვალი უნდა გამესწორებინა, მაგრამ შევცდი. ყველას ააქვს ერთი შანსი ცხოვრებაში. გთხოვ მომანიჭე ბედნიერება, მაპატიე, მომეცი ის შანსი რომელსაც ვიმსახურებ. ასე ნუ მომექცევი.. თვალებიდან ცრემლები წამომივიდა. სანდრო შეწუხდა, რადგან არ უყვარდა როცა ვტიროდი. -გვანცა, ვიცი რასაც გრძნობ, რადგან მეც ამას ვგრძნობდი როცა დამშორდი. შენ ფიქრობ რომ ერთ შანსს ისევ იმსახურებ? არა, მე ასე არ ვფიქრობ. ბოდიში მაგრამ ლიკა ის ადამიანია, რომელსაც ნამდვილად ვუყვარვარ და არა ბავშვური გატაცებით. სანდრო წავიდა. მარტო დამტოვა. მე სახლში ასვლა ყველაზე ნაკლებად მინდოდა, რაგდან იქ ტირილს ვერ შევძლებდი. თან არც მინდოდა რომ ვინმეს ენახა ჩემი ცრემლები. წავედი.. მივდიოდი.. არ ვიცოდი სად, უბრალოდ წინ მივდიოდი. თან ვტიროდი recourse არ ვიცოდი რა მექნა. მტკიოდა გული, სული დამიბნელდა, ბტიროდი, ვფიქრობდი სანდროზე. იმ დიდ სიყვარულზე, რომელიც ერთი წლის წინ ჩემი იყო, რომელსაც ვეფერებოდი, ვეხუტებოდი. ახლა კი ლიკა აკეთებს ამას. არა, ამას ვერ შევეგუებოდი. ცუდად ვიყავი. გვერდით კი არავინ მყავდა. სახლში მინდოდა ასვლა. ის ადგილი უნდა გამევლო სადაც სანდრო და ნიკა ისხდნენ. გავიარე და უკნიდან ნიკამ დამიძახა. - გვანცა, მოტრიალდი ჩქარა! სპეციალურად არ მოვტრიალდი, რადგან მივხვდი რომ ჩემი ცრემლიანი თვალები დაინახა. - რამე გინდა? -ან შენ მოტრიალდები, ამ მე მოვალ და იმ ადამიანს მოვთხოვ პასუხს, ვისთვისაც ამ ცრემლებს ღვრი. მე შემოვტრიალდი. როგორც ჩანს დასიებული მქონდა თვალები ამდენი ტირილისგან. სანდრო არ მიყურებდა. ნიკა კი გამწარებული წამოდგა და მკითხა თუ ვის გამო ვტიროდი. მე თავი შევაბრუნე, რადგან ისევ წამომივიდა ცრემლები. არ მინდოდა ნიკას ისევ ენახა ჩემი ასეთი ტანჯვა, თუმცა არ გამომივიდა. უფრო გამწარდა და უკვე მიბრძანა მეთქვა თუ ვინ იყო მიზეზი. -მე ვიყავი. მე - სანდრო წამოდგა და ნაღვლიანი თვალებით შემომხედა. მეც შევხედე. მოვიდა და ჩამეხუტა. -იცი? მიყვარხარ. ისევ! - მითხრა სანდრომ. ეს სიტყვები იავნანასავით ჩამესმა ყურში. თითქოს ვინმე მიმღეროდა სასიამოვნოდ. ცრემლები მოვიწმინდე და ნიკას ტვალწინ სანდროს ვაკოცე. გამიღიმა, მეც გავიღიმე. -ეს რა იყო? - გაბრაზებულმა ნიკამ გვკითხა - ჩვენ ერთი წელი ერთად ვიყავით, სანამ ლიკა არ გააკეთებდა ამდენს და არ დაგვაშორებდა. მე რა თქმა უნდა მიყვარს და სანდროსაც ვუყვარვარ. ისევ ერთად ვიქნებით ხო სანდრო? - ღიმილით შეხედა სანდროს. ელოდებოდა მის სიტყვებს რომ უცბად ლიკა მოვიდა. სანდროს აკოცა და გაიყვანა. ჩემთვის პასუხი ცნობილი გახდა. მე და ის ერთად ვეღარ ვიქნებოდით. ჩემი სიყვარული სამუდამოდ დავკარგე. უფრო ამეტირა და ნიკას ჩავეხუტე. ნიკამ კი კითხვა დამისვა: -მართლა გიყვარს? - მართლა ვუყვარვარ? ორივე ერთმანეთს ვუყურებდით. მე ისევ ამეტირა და ნიკამ გულში ჩამიკრა. უკან რომ მოვიხედე სანდრო გვიყურებდა. შევხედე თვალებში. ვუთხარი რომ მიყვარს და სახლისკენ გავიქეცი!!!მთელ ღამეს ტირილში ვატარებდი. ძლივს ჩამეძინა. დაღლილი ვიყავი ამდენი ფიქრისგან, ტირილისგან და ნერვიულობისგან, ამიტომაც მალევე დამეხუჭა თვალები. დილით 6 საათზე გავიღვიძე. ავდექი, ყავა გავიკეთე და ცოტა დავწყნარდი. მერე ისევ დავწექი, თუმცა აღარ დანეძინა. სანდროზე ვფიქრობდი. მობილურს დავხედე, მაგრამ არანაირი შეტყობინება არ იყო მისგან. თავი დავხარე. ისევ ეს ცრემლები, ისევ ეს ნერვიულობა და ისევ ეს გულის ხმაურიანი ფეთქვა. მეტი აღარ შემეძლო. ცუდად ვიყავი. ის თუ არა მაშინ მე მივწერდი. ავდექი, მობილური ავიღე და დავიწყე წერა: "გიყვარვარ? თუ არა მაშინ მითხარი და შენი ცხოვრებიდან სამუდამოდ გავქრები. ვეღარ ვუძლებ ლიკასთან, რომ ხარ. რომ გიყურებთ საშინლად ვიტანჯები. ხომ იცი რომ სიგიჟემდე მიყვარხარ. ერთი შეცდომა დავუშვი და სამწუხაროდ იმის საშუალება არ მომეცი, რომ გამომესწორებინა. თუ არ მომწერ დღეს, ჩავთვლი,რომ შენს ცხოვრებაში ზედმეტი ვარ. გავქრები შენი ლამაზი ცხოვრებიდან. აღარ დაგენახები. დაგავიწყდები. ერთი ჩვეულებრივი მოგონება ვიქნები შენთვის. გამეცი პასუხი." გავაგზავნე, მერე კი საწოლთან დავაგდე და ტირილი დავიწყე. არ ვიცოდი რა მექნა. 8 საათი იყო, როცა მეორედ ავდექი. მოვწესრიგდი და სკოლაში წავედი. ნერვებ აშლილი ვიყავი. იქაც მაწყენინეს ბავშვებმა. დაღვრემილი სახით მოვდიოდი სახში.. ეზოში შემოსვლისთანავე სანდრო მომხვდა თვალებში. ვუყურებდი, მაგრამ ის თვალს მარიდებდა. ლიკა მოვიდა ჩემთან და ჩხუბი დამიწყო. -ვიცი რაც მიწერე სანდროს! ერთი ჩვეულებრივი ხარ, რომელსაც შეყვარებულის წართმევა უნდა. აღარ გაეკარო. არ უყვარხარ ხომ ხედავ? ხოდა გაქრი მისი ცხოვრებიდან. საცოდავო! სანდრომ გაიგო ეს ყველაფერი, მაგრამ არ შეპასუხებია ლიკას. მე ტირილისგან თავი შევიკავე. ვერაფერი ვერ ვუთხარი და მართლა საცოდავი ბავშვივით სახლში ავედი. ჩანთა გვერდით მივაგდე. ყვირილი მინდოდა. ავიღე დღიური და სანდრო თავის შეყვარებულთან ერთად მაგარი ვლანძღე. მაგრამ თავს ვიტყუებდი. ის ხომ მართლა მიყვარდა. მთელი არსებით.. 2013 წელი ჩემთვის ყველაზე საშინელი წელი იყო, რადგანაც მე ის ადამიანი დავკარგე, ვისთვისაც ვცხოვრობდი sad მთელი გულით მიყვარდა. აღარ ვსწავლობდი, ღამეებს ვათენებდი, თავს ვიტანჯავდი. ვუყურებდი სანდროს და ლიკას როგორ კოცნიდნენ ერთმანეთს. როგორი ბედნიერები იყვნენ. . . . . . . ____________________________________ _____________ 6 თვე ასე გავიდა. სკოლაც დამთავრდა. მე შვიდიანებზე დავამთავრე. საშინელი ნიშნები, სახლში დედაჩემის ყვირილი, თეკოს ნაღვლიანი თვალები, ჩემი სანდროს თან უბედური და თან ბედნიერი წუთები. არა, ასე აღარ შემეძლო..! ყველას დავავიწყდი. არა! არ მინდოდა ცხოვრება..! 12 აგვისტოს საშინელი რამ გავაკეთე. ვხედავდი ყველა როგორ დასტიროდა ჩემს გაყინულ სხეულს, დედაჩემი როგორ იტანჯებოდა ჩემი სიკვდილის გამო. სანდროც დავინახე. მისი აწითლებული თვალები, ისეთივე ტანჯვა, როგორსაც მე განვიცდიდი, როცა ვსუნთქავდი. ისეთივე ხმაურიანი ცემა, ისეთივე ტირილი და ნერვიულობა. მივხვდი რომ ვუყვარდი, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. მე ვეღარავინ გამაცოცხლებდა !!!!!!!!!!!!!!!
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев