სიცოცხლეში დავაფასოთ სიცოცხლეში გვიყვარდეს
თორემ მკვდარს ჩვენი სიტყვები არაფერში არ არგებს
სიცოცხლეში მოეფერეთ სიცოცხლეში აკოცეთ
მკვდარი უკვე ვეღარ იგრძნობს ტუჩს რომ შუბლზე დაადებ
კაცი თურმე როცა კვდება ყველას მაშინ გვიყვარდება
სიცოცხლეში ხშირად ვამბობთ ის არარის ვინც ჩვენ გვინდა
ცოცხლები რომ ლექს დაწერენ ცუდი ლექსი ვგონია
რომ მოკვდება მერე ვიტყვით გენიოსის ხელი აქვს
ცუდები ვართ, ბოღმები ვართ ჩვენზე წინ რომ ვინმე დგას
სიცოცხლეში არ ვიტყვიტ და თუ მოკვდება ვტირივართ
რატომ რისთვის ნუთუ არ გსურთ ცოცხლები დავაფასოთ
როცა შექმნის ვინმე რამეს შეუქოთ მოუწონოთ ავატიროთ
გავახაროთ ბედნიერი გავხადოთ
რომ მოკვდება რაღად უნდა ჩვენი ქება დიდება
ის ხომ უკვე მაღლა არის მხოლოდ ღმერთი სჭირდება
მ
- რამდენი წლის ხარ?!
- 2
- რა გქვია?!
- ნიკა
- ნიკა ომი რომ დაიწყოს რას იზამდი?!
- იარაღს ავიღებდი!
- იცი იარაღის ხმარება?!
- სახლში დიდი , სათამაშო ავტომატები მაქვს, ბაბუმ მითხრა: მამაშენიც ეგეთი ავტომატებით იბრძოდაო.
- იბრძოდაო?
- დიახ, დაიღუპა, ომში. მეც წავალ ომში და ნამდვილ ავტომატს დავიჭერ-მამასავით.
- არ გეშინია?!
- მამას არ ეშინოდა!