ლამაზი დღეა თითქოს ყველა ბედნიერია, გავალ უბანში, ჩამოვჯდები, ხალხიც ბევრია, "დღეს მე ვკისრულობ" დავიძახებ და ბირჟას დავშლი მერე მახლობლად რესტორანში დიდ სუფრას გავშლი ვერვინ მიხვდება მიზეზს ჩემი ხელგაშლილობის, ზოგს დარდის ბრალი ეგონება ზოგს შეშლიობის, ბოლოს ავიღებ განსხვავებულს მოვითხოვ სიტყვას: "იუბილარის სადღეგრძელო მინდა რომ ითქვას"... ყველას სახეზე გაოცება დაეტყო თითქოს, ვერაფერს მიხვდნენ ვერც ბედავენ რომ შემეკითხონ, მომშტერებია დაბნეულად მე ბევრი თვალი, მათი მზერიდან ვხვდები "ნაღდად ვგონივარ მთვრალი" მე კი ვაგრძელებ : მას ერთი წლის წინ ამავე დღეს მოვხვიე ხელი, დღეს დაიბადე მშვენიერო აბა რას ელი? რასაც ინატრებ მას გაჩუქებ არ მიჭირს ფული, მან კი ღიმილით ჩამჩურჩულა მაჩუქე გული... მე ვადღე