ვერც წამოდგომის სიხარულით ვერ გაბრწყინდები,
დახმარების ხელს ვის გაუწვდი,თუ გაჭირვება
არ გინახია,რას გაიგებ,ან რას მიხვდები?
როცა წამწამებს ცხელი ცრემლი დაეკიდება,
და უნუგეშო ტკივილებით დაიტანჯები,
უფლის ხელს იძრძნობ,გამოწვდილს და მაშინ მიხვდები,
რომ მასზე მეტად ვეღარავის შეუყვარდები.
მხოლოდ ისაა,ვისაც ხელი არ გაუშვია,
როცა ტიროდი,შენთან ერთად ღვრიდა ცრემლებსა
ის შენთან ერთად იღიმოდა,თუკი ხარობდი,
შენ კი რომ გიჭირს მხოლოდ მაშინ გაგახსენდება.
ერთი წუთითაც ნუ იფიქრებ ღმერთს დაავიწყდი,
ხან სატანჭველი გვევლინება,როგორც გამოცდა,
ჩვენ კი მიზეზებს სხვაგან ვეძებთ,ჩვენში კი არა,
რამდენჯერ უფლის დასაგმობი სიტყვა წამოგვცდა.
ბედნიერებას სად დავეძებთ,ის ხომ ჩვენშია,
სწორედ ჩვენა ვართ გამომჭედნი ჩვენი ბედისა,
შევძლოთ შევიგრძნოთ ეს სამყარო მთელი სისავსით,
ღმერთი დაგვიცავს მხოლოდ უფრო უარესისგან.
მადლობა ვწიროთ მას ყოველი მშვიდი დილისთვის,
ვინ იცის რამდენს დღეს დილა არ გასთენებია,
დავჯერდეთ იმას რაც მოგვეცა,რაც გვეწყალობა,
ჩვენი მხსნელი ხომ იესო ქრისტეს ხელებია! /ნანა მეტრეველი/
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев