შენ შურიანი გამხადე კაცი
მე მშურს იმათი რასაც ეხები
მე მშურს იმ ჭიქის რომლიდანაც სვამ
რადგან ტუჩებით შენ მას ეხები
მე იმ წყლისაც მშურს რომლითაც იბან
შენ რომ გასველებს სხეულზე კოცნით
პირსახოცის მშურს როცა იმშრალებ
რადგან ის ყველგან გეხება მაშინ
მე იმ საბნის მშურს შენ რომ იფარებ
გულში ჩაკრული რომ გათბობს ღამე
მე იმ ღამის მშურს როდესაც გძინავს
შენი ცქერით რომ ტკბება დილამდე
მაღალ ტახტრევანზე იჯდა მამა ღმერთი,
თეთრი ღრუბლები ეფინა ბალიშებად,
მყინვარი შანდლად ედგა, შიგ მზე სანთლად ენთო
და ხალხს ელვის კვერთხით სურვილს ანიშნებდა.
წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა,
მიწის ყველა მკვიდრი თავისთან შეჰყარა.
გაშლილ ხელისგულზე ედო დედამიწა,
რომ კაცთა მოდგმისთვის გაეყო ქვეყანა.
მის წინ რიგში იდგნენ ზანგი თუ არაბნი,
ფრანგი თუ ვინ მოსთვლის ღვთისნებას მინდობილს,
ზოგს ველი არგუნა, ზოგს მთები ქარაფი,
ზოგს ცხელი უდაბნო, ზოგს ვრცელი მინდორი,
ზოგს მთა მოუწია, ზოგს მთების კალთები
უფლის განაჩენი არ იყო სადავო
მხოლოდ ამ გრძელ რიგში არ იყვნენ ქართველნი,
რიგი და ქართველნი? საიდან სადაო?
და როცა პირწმინდად გაიყო მთა-ბარი,
გოჯიც კი მიწისა არ დარჩა უბრალო,
უეცრა