- სისულელეა გიყურებდე და
შენ გარდა სხვების მოძრაობასაც
ვამჩნევდე ჩემ ირგვლივ ...
ჩვეულებრივი ამბავი იქნება ახლა რომ ავდგე
და მარადისობას შევადარო შენი თვალები,
მზეს
(ჩემთვის ყველაზე თბილს)
შევადარო შენი ღიმილი და მერე
ზღვის ათრთოლებულ მკერდსაც
გამოვუძებნო შენთან საერთო შტრიხი..