ნებას თუ მომცემთ, მინდა, რომ გკითხოთ, რას წარმოვადგენთ თქვენთვის ქალები? თუ შეგწევთ ძალა,რომ წაიკითხოთ რას გიყვებიან ქალის თვალები, გიცდიათ ჩვენი სულის დანახვა? შემოგიღიათ გულის კარები? წყაროდ ქცეული ცრემლი გინახავთ? მინდვრის ყვავილებს რომ ვენამებით, ტკივილნარევი ღიმილის მიღმა მაცდურ მზერაში რომ ვიკარგებით, როცა გენდობით ზურგს ნუ შეგვაქცევთ, მკვდარი დუმილით ნუ გვემალებით, თუ შეგიყვარებთ, ბედნიერებას, ფართოდ გაუღეთ გულის კარები, ის წიგნები ვართ, მხოლოდ სათაურს და ფერად ფურცლებს რომ ეტანებით, იმის გამო, რომ ვერ წაგვიკითხეთ არ ღირს დახუჭოთ სულის თვალები, გთხოვთ მომიტევოთ ეს სტრიქონები, რჩევა მიიღეთ, ნუ გაბრაზდებით, თუ შეგიყვარებთ და გულს გაჩუქებთ, მაშინ ნურასდროს დაგვემალებით