დედა ვარ, ქვაზე და რკინაზე ძლიერი,
შვილების გულისთვის კლდეს შევეჭიდები,
ავიტან, მოვითმენ, ვიქნები მშიერი,
სანამ სული მიდგას, ჩემ შვილებს ვჭირდები.
დედა ვარ, ლომივით ვისწავლე "ღრიალი,"
ჩემ ჯიშს და მონაგარს კბილებით დავიცავ,
ვიბრძოლებ, სანამდის ჯანი მაქვს მთლიანი,
მიწაზე დაცემას ვერასდროს ავიტან.
ყოველი ცრემლი და უძილო ღამენი,
ბალიშზე ნაგროვებ სევდად რომ აწვეთავს,
ეს დედის ცრემლია, თვალებზე ნადენი,
გულში რომ იდუღებს ცხელ სისხლად ნაწვეთარს.
დედა ვარ, არწივის ძლიერი ფრთებით და
შვილების დასაყრდენ ძალად და იმედად,
ტაატით გატარებთ დაღლილი მხრებით და
გავუძლებ, თუ ჩემი სიცოცხლე გჭირდებათ.
გახსოვდეთ! წყალში ნუ ჩამიყრით წვალებას,
დედაა, ვინც შვილებს სიცოცხლეს დაუთმობს,
უძლური თუ მნახოთ, ნუ დაგეზარებათ,
დე,... იცი? ახლა ცოტა გამიჭირდა
არ ვიცი, რატომღაც დროს ფეხს ვეღარ ვუწყობ
დე.... იცი? გუშინ ცხოვრებამ სილა გამაწნა
ესეც ავიტანე ვიცინი, თან ვდარდობ ...
იცი? ზოგჯერ როგორ მინდა შენთან
უბრალოდ შენთან რომ ვიყო და ვიცინო
ვიცინო იმდენი იმდენი ვიცინო
ეს ბნელი სამყარო რომ გადავივიწყო......!
უბრალოდ სულ ცოტამ,.... ცულ ცოტა მისმინოს
უბრალოდ სიცოცხლე მეც ჩემთვის მაცადონ
დე..... შენი რჩევა ახლაც დამჭირდა
მითხარი ცხოვრებას როგორ ვაპატიო
მითხარი, მირჩიე როგორ ავიტანო
იმედგაცრუების ამდენი მარწუხი....
როგორ მთხოვ ისევე ცხოვრება განვაგრძო
როცა ჩამომექცა მიწამდე სამყარო ...
ვის უნდა ვუსმინო, ვის უნდა ვიცავდე
როცა არ დარჩა სიმართლის სიცხადე
ვის დავუჯერო იქნება მითხრა.. დე,
იქნება კვლავ თავი