მამებმა სხვანაირი სიყვარული იციან,
გულიც სხვანაირად უცემთ,
მამებს სიყვარულთან სხვანაირი ფიცი აქვთ,
იმ ფიცს არ გატეხენ თურმე.
მამის ჩახუტება სხვანაირად გაგათბობს,
როგორც მთა იხუტებს ხევებს,
გულში გაიჭრიან შენთვის სავალ კალაპოტს,
უხმოდ გაშველებენ ხელებს.
მამებს იშვიათად დასცვივდებათ ცრემლები,
ტკივილს გაატანენ ძარღვებს,
მამებს მზერა აქვთო სავსე ჩუმი ვედრებით,
ფიქრში დაჰკოცნიან ბალღებს.
მამის მომრევიო არ არსებობს ამქვეყნად,
თუ არ დაამარცხა შვილმა,
მამებს არ უყვართო სიყვარულის გამხელა,
ღიმილს იფარებენ შირმად.
მამებს გაუფრთხილდით, მწვერვალებად მომდგარებს,
გულს ნუ აატკიებთ მწარედ...
მამებმა სხვანაირი სიყვარული იციან,
მამის სიყვარულის გწამდეთ...
ნ.კალატოზიშვილი
16.02.18
დე იცი... ღამით ცრემლი მომდის ხანდახან! და გარინდებულ სიმარტოვეს ტუჩებზე ვითვლი! ჩემი ცხოვრების ის ეტაპი უკვე დამთავრდა და ყოველ დილით მაკიაჟით მე ფიქრებს ვიცვლი... დეე იციი? მე მაჩუქეს აპრილის კაბა და არა თითზე ჩამომაცვეს მბზინავი რგოლი, მე გავიზარდე და თუ ის კაბა დაპატარავდა არ ვიცი მაგრამ მის ნაფლეთებს ყოველდღე ვწონი. დეე იციი? მტკივა სისხლისგან დაცლილი გული, ბინდ გადაკრული თვალის ჭრილით ვეღარას ვხედავ, საწოლზე კუტი ლავაშივით იქვე გართხმული რიჟრაჟით ისევ გახუნებულ ოცნებას ვხედავ. დეე იციი? აღარ მინდა დავხუჭო თვალი, აღარც ჯიუტი შეგრძნებების მოგერიება, მინდა გამიგო, ზოგჯერ უნდა გაიღო ხარკი რისთვისაც ხშირად ზედმეტია მონანიება, დეე იციი? დასაწყისი შენა ხარ მხოლოდ, შენი სუნთქვა ყოველ ღამით ჩემ