იყო ერთი კაცი, რომელსაც 4 ვაჟი ჰყავდა. კაცს სურდა, მის შვილებს ესწავლათ,რომ ცხოვრებაში ადვილად არაფერი უნდა განსაჯო და გადაწყვიტა შვილები ერთი ხის სანახავად გაეგზავნა, რომელიც მათგან ძალიან შორს მდებარეობდა.
პირველი ვაჟი ხესთან ზამთარში მივიდა,მეორე გაზაფხულზე, მესამე ზაფხულში, მეოთხე კი შემოდგომაზე.
როდესაც ყველა მათგანმა იხილა ხე, მამამ მოიხმო ისინი და სთხოვა, რომ აღეწერათ ის,რაც ნახეს.
პირველმა თქვა, რომ ხე საშინლად გამოიყურებოდა, შიშველი და წელში მოხრილი. მეორე ვაჟმა თქვა,რომ ხე გამოცოცხლებული იყო, იმედით სავსე – დაფარული მწვანე კვირტებითა და ყვავილებით. მესამე ვაჟმა თქვა, რომ ხე მწვანეში იყო ჩაფლული – დაფარული, მშვენიერი და ხასხასა მწვანე ფოთლებით. ხოლო ბოლო ვაჟმა თქვა,რომ ხე ნაყოფით იყ