მინდა გიყვარდე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, არ მიგატოვებ, დამიჯერე, შენთან ვიქნები,ჩაგეხუტები, როცა გნახავ, სუნთქვის შეკვრამდე და ყურში გეტყვი, სიცოცხლისთვის, შენ რომ მჭირდები, არ დამივიწყო, გევედრები და არ დამკარგო, რადგანაც შენი გულისაკენ, უკვე, ვიხრები, მსურს შენს თვალებში წავიკითხო, უთქმელი ლოცვა, ჩურჩულით გითხრა, ჯერ ართქმული, თბილი სიტყვები, არ გამიბრაზდე, სითავხედემ თუ კი წამძლია,შემოვიარე, უნებურად, შენი სიზმრები, ზმანებადქცეულ სიყვარულში თუ ჩავიხედე და თუ ვიჩუქე, გადაღლილი, შენი ფიქრები, არ გაიხსენო, თუ ოდესმე გული გატკინე, თუ კი აქამდე ვერ გითხარი როგორ მჭირდები, გემუდარები, არასოდეს გადამიყვარო და სამუდამოდ, დამიჯერე, შენი ვიქნები...
გამარჯობათ..გთხოვთ გააზიარეთ რათა ყველამ ნახოს .. სურათზე ხედავთ 11 წლის ანუკი ყურშუბაძეს , რომელიც უბედური შემთხვევის გამო დღეს სიცოცხლეს ებრძვის, სასიციცხლო ნიშნების მხოლოდ ერთი პროცენტი აქვს დარჩენილი, იმისათვის რომ ის გადარჩეს მისი სასწრაფოდ ისრაელში გადაყვანაა აუცილებელი.. ოჯახს ფინანსური დახმარება ესაჭიროება, თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება, შეგიძლიათ წვრილი შეიტანოთ პატარა გოგონას სიცოცხლის გადარჩენაშიი... თქვენს მიერ გაღებული მინიმალური თანხა მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.. საქართველოს ბანკი : GE82BG0000000803613100 , მიმღები : ირმა ყურშუბაძე... ასევე გთხოვთ ყველამ გაიზიაროთ ეს პოსტი, რათა ყველას მიეცეს საშუალება დაეხმაროს მას... ღმერთმა დაგლოცოთ ...