მიყვარხარ? – არა, ეს
რაღაცით მეტია,
რას შეძლებს სიტყვები, გრძნობა რომ
აგიხსნას?
დუმილით თავს დახრი, როდესაც
გეტყვიან,
შენ რომელს ირჩევდი, გრიგალს თუ
ქარიშხალს?
ვის რაში სჭირდება სიტყვების თამაში,
უშენოდ სამყაროც ნამცეცის ტოლია,
ღამე კვლავ ჩაიწვა ფიქრების ღადარში,
გარეთ კი ქარი და გულცივი თოვლია.
ოცნებაც შენს გარდა არავის არ იცნობს,
თუ ვინმე მიშველის, ეს მხოლოდ ღმერთია,
მე თვითონ არ ვიცი, საიდან დავიწყო,
მიყვარხარ? – ო, არა, ეს უფრო მეტია..
ნეტავ როგორი ხარ ახლა?
ალბათ ისევ ისე კარგი.
როგორც ჩემს ფიქრებში მყავხარ
და ან უკეთესიც გახდი.
ისევ გიღრმავდება ლოყა?
როცა იღიმები მაშინ?
როგორ მენატრება კოცნა,
შენი ყველა სახის ნაკვთის.
შენი ჩახუტების სითბო,
ახლაც არ შორდება ხელებს.
ალბათ სხვა ვერც შეცვლის, ვფიქრობ.
შენით გამოწვეულ შედეგს.
იცი? როცა გნახე მაშინ,
მართლა არ მჯეროდა გრძნობის.
ჩემში იმ სიყვარულს ვკლავდი,
რასაც ემოციით ვგრძნობდი.
მერე დაგინახე შენ და.....
წამში შეიცვალა აღქმა.
მაშინ დავიჯერე მეც მაქვს,
გიჟი სიყვარულის განცდა.
სწრაფად დაიშალა ჩემში,
ყველა ხასიათი მკაცრი.
თან შენც სიყვარულით შეხვდი,
ამ ჩემს სიყვარულის მანძილს.
მერე? არ გაგრძელდა ალბათ,
ან ვერ გავაგრძელეთ ბრძოლა
და ჩვენც დავიფანტეთ სადღაც
ჩაკეტავს მალე ეს ზამთარი ყველა შესასვლელს,
და აპრილამდე სულში სითბოს რაღა შეავსებს...
აიბუზება თოვლისფერი სევდა კარებზე,
...დაეკიდება თეთრი ცრემლი გრძელ წამწამებზე.
მოედებიან მოფარფატე ფიფქები არეს,
ჩამოღვრემილი სარკმელიდან გახედავ ღამეს.
სიჩუმეც, გრძელი ზამთარივით უტყვი გახდება,
და გაზაფხულის დადგომამდე არც რა ახდება.
დაიწერება ფიფქებივით თეთრი ლექსები,
უსასრულობას გაგიჟებად ამოევსები.
დარაბებს შიგნით გადაწვება ნატვრა სულამდე,
ღმერთო, ამ ზამთარს რა გაუძლებს გაზაფხულამდე.
/ნანა მეფარიშვილი/