ტორტი "ზანგის ღიმილი"
ინგრედიენტები:
კვერცხი 6 ცალი
შაქარი 2,5 ჭიქა
კარაქი 150 გ
სოდა ძმრით 1 ჩ/კ
რძე ან კეფირი 0,5 ჭიქა
კაკაო 1 ს/კ
ფქვილი 1 ჭიქა
მინანქრისთვის
კაკაო 3 ს/კ
შაქრის პუდრა 150 გ
თბილი წყალი 4-5 ს/კ
მომზადების წესი:
ბისკვიტი: 6 კვერცხის გული ათქვიფეთ ერთ ჭიქა შაქართან ერთად, დაუმატეთ 150 გ დარბილებული კარაქი, 1 ჩ.კ სოდა ძმრით. 0,5 ჭიქა რძე (ან კეფირი). ყველაფერი ათქვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი კაკაო, 1 ჭიქა ფქვილი. ჩომი მზად არის. აცხვეთ 150-170 გრადუსზე დაახლოებით 25-30 წუთი. დაახლოებით 10 წუთით ადრე გამოცხობამდე დაიწყეთ ბეზეს კეთება.
ამისათვის ათქვიფეთ 6 კვერცხის ცილა 1,5 ჭიქა შაქართან.
გამოიღეთ ბისკვიტი ღუმელიდან, დაადეთ ზემოდან ბეზე და შედგით უკან ღუმელში ყველაზე დაბალ ცეცხლზე. დაახლოებით 10-15 წუთი დატოვეთ, სანამ არ გაოქროსფერდება ბეზე. გადაიქცევა ნაზე სუფლედ.
გამოიღეთ ბისკვიტი ღუმელიდან და მოასხით შოკოლადის მინანაქარი.
მინანქარი: კაკაო (3 ს/კ) და შაქრის პუდრა (150 გ) აურიეთ, დაამატეთ ცხელი წყალი (3-4 ს/კ). კარგად აურიეთ, დადგით დაბალ ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ ოდნავ გააგრილეთ და მოასხით ნამცხვარს.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев