...ურთიერთობას ბედნიერების შეგრძნება უნდა მოჰქონდეს და არა ეჭვები და სულიერი სიმარტოვის განცდა...
გვერდით მყოფი ადამიანი მხოლოდ ლამაზი და წარმოსადეგი კი არა, შენი უახლოესი მეგობარიც უნდა იყოს; ის, ვისთანაც გულწრფელად ისაუბრებ შენს ცხოვრებაზე, განცდებზე და ოცნებებზე...
ის, ვის გვერდითაც თავს მშვიდად და დაცულად იგრძნობ, არ გაგიჩნდება შიში იმისა, რომ შენგან წავა და დაავიწყდები, სხვაზე დაიწყებს ფიქრს ან არ მოგისმენს, როდესაც ვინმესთან საუბარი მოგესურვება...
ურთიერთობას ბედნიერება უნდა მოჰქონდეს და ეს მაშინ მოხდება, როდესაც ადამიანთან მხოლოდ ფიზიკური კი არა, სულიერი სიახლოვე გექნება....
"ალბათ, მიტოვებაზე რთული, მიტოვების გადაწყვეტილების მიღებაა.
იმის გაცნობიერება, რომ რაღაც მორჩა. დამთავრდა.
კი არ დამთავრდა, შენ ამთავრებ და მხოლოდ შენსას კი არა, იმ ადამიანის ცხოვრებასაც ცვლი, აქამდე მუდამ გვერდით რომ გედგა.
ალბათ, გეშინია კიდეც. გეშინია, ამით იმაზე დიდი შეცდომა არ დაუშვა, რის არიდებასაც ცდილობ სინამდვილეში.
და საერთოდ არ ხარ დარწმუნებული გადაწყვეტილების სისწორეში.
ტოვებ და სხვისთვის თუ დამნაშავე გამოდიხარ, საკუთარ თავთან მსხვერპლის როლსაც ითავსებ.
ვერ აღმოჩნდი საკმარისად ძლიერი.
ვერ გადალახე.
ვერ გაუძელი...
იმის გაცნობიერება კი, რომ მიგატოვეს, მოგიშორეს, რაღაცის გამო გვერდით გადაგდეს, ღალატზე უფრო მტკივნეულია.
შეიძლება, ღალატი აპატიო. საკუთარი თავის გადალახვა დაგჭი