გული პატარა და წმინდა, გული თბილი და წრფელი,
გულით სიცოცხლე მინდა, მხიარული და ვრცელი,
მინდა ვიარო გულით, გულით ვუყვარდე ყველას,
არ მიყურებდნენ შურით, არ მიმატოვოს ყველამ,
გულით სიცოცხლე მინდა, დამდაგველი და მწველი,
მე სიყვარულიც მინდა, უსასრულო და ვრცელი..