ძნელია, როცა ტირილი გინდა,
ძნელია, როცა ტირილს ვერ ბედავ.
ძნელია, როცა სიცილი გინდა
და ამ სიცილის მიზეზს ვერ ხედავ.
ძნელია, როცა შენ გული გტკივა,
რომ ვეღარა გრძნობ ვერავის სითბოს.
ძნელია, როცა ხელებზე გცივა
და ლამაზ ხელებს არავინ გითბობს.
ძნელია, როცა თვალები სველი
ვერ იძინებენ, არ წყდება თოვა.
ძნელია, როცა ვიღაცას ელი
და თან იცი, რომ ის აღარ მოვა..
ძნელია, როცა ტირილი გინდა,
ძნელია, როცა ტირილს ვერ ბედავ.
ძნელია, როცა სიცილი გინდა
და ამ სიცილის მიზეზს ვერ ხედავ.
ძნელია, როცა შენ გული გტკივა,
რომ ვეღარა გრძნობ ვერავის სითბოს.
ძნელია, როცა ხელებზე გცივა
და ლამაზ ხელებს არავინ გითბობს.
ძნელია, როცა თვალები სველი
ვერ იძინებენ, არ წყდება თოვა.
ძნელია, როცა ვიღაცას ელი
და თან იცი, რომ ის აღარ მოვა..
მე მახსოვს შენი პირველი ჭაღარა, მაგრამ სავსებით ახალგაზრდული თვალები…მე ყველაფერი მახსოვს მამა.ჩემი მამა, ჩემი მამიკო… შენ ყოველთვის გესმოდა ჩემი, შენ ყოველთვის მხარს მიჭერდი რაც არ უნდა მომხდარიყო, შენ იყავი ჩემი ყველაზე საიმედო დასაყრდენი, ჩემი მფარველი ანგელოზი, ჩემი ციხესიმაგრე…თითოეულ ადამიანს სჭირდება მამა. მამა და არა სიტყვა და იცი, თუ მე შემეკითხებიან, ვინ არის საუკეთესო მამა მსოფლიოში, მე ვუპასუხებ რომ შენ ხარ, საუკეთესო, ჩემი მამა, ჩემი მამიკო.მიყვარხარ ძალიან… და მენატრები…