სულ არ მანაღვლებს ვინ რას იტყვის და
სულ აღარ ვდარდობ სხვების ფიქრებზე,
მინდა? - მივდივარ,
მიყვარს? - ვამბობ და
ყალბ ღიმილებსაც აღარ “ვიკერებ”...
სულ არ მჭირდება ვინმეს პატივი,
გზა-გზა ისედაც ვაბნევ სიკეთეს,
ვარცხლზე გაყიდულ ურთიერთობას - იქვე ხაზს ვუსმევ,
აღარ ვიჯერებ...
/ დიკა სალაყაია /