რა ლამაზია ზოგჯერ წარსული… ტკივილის გარდა რაღაც ხომ იყო… ბედნიერების ზღვარს გადასული მოკლე დღე ჩუმი და უთარიღო... ხომ იყო რაღაც, თანაც ისეთი, რაც არასოდეს არ გავიწყდება, რაღაც მომენტებს ფილმის კადრივით რომ ატრიალებ და არ გწყინდება
პირველი თვე ვერაფერსაც ვერ გაიგებ, მეორე თვე-რაღაც ახლის მოლოდინი, მესამე თვე - მოლოდინის გამართლება მეოთხეში ფეხებს გირტყამს მომლოდინე. მეხუთე თვეს უფრო მკაცრად გეჩხუბება, ხან იცინის, ხან კი ვერას გაგებინებს, მეექვსე თვე - უფრო ჭარბი სიხარული მოლოდინი შენი და იმ მომლოდინეს ფორიაქი, მეშვიდეში დრო ვერ გადის, ანდა გადის კუს ნაბიჯით, გულს გითრთოლებს, მერვე თვეა - უფრო მეტად შეიგრძნობ და ის ლოდინის მხოლოდ ერთ თვეს დაგიტოვებს. ნელა გადის, ელოდები მის თბილ ხელებს, პირველ ტირილს პირველ სიცილს და მის თვალებს, მეცხრე თვეში აგისრულებს შენს ოცნებას და შენს მკერდზე დაიძინებს “მომლოდინე“.