როცა ეცემი,დარდიანი ვდგავარო შენს წინ.
არ მსურს ბოროტმა გამარჯვების თვალებით გნახოს,
შენი ტკივილი მტკივდება და სხეულზე მეწვი.
მე გაგიკვალე გზა–სავალი, რას ეძებ კიდევ?!
სად მიგიწევსო ცოდვიანო მაცდური ფიქრი,განსაცდელისთვის, თუ გინდა რომ სიმშვიდეს მკიდე,
ყველა სიკეთეს გიგროვებ და შენდობად გითვლი.
მე ვარო, ვინაც მარადიულს გიკვალავს სამყოფს,
მომენდე შვილო, განაგდეო ავი და ბნელი,
და ვიდრე ჟამი წუთისოფლის ბილიკებს გაჰყოფს,
მანამ მომყევი, თორემ მერე ვეღარ გიშველი.
უფალმა მითხრა, შენთან ერთად ვტიროდი მუდამ,დაუძლურებულს სარეცელთან გითენე ღამე,
მე ვარო, ვინაც სიკეთისთვის არ იღებს ხურდას,
მე მხოლოდ შენი გაცემული სიკეთე ვთვალე.
მითხრა, თუ როგორ დავუმძიმე ცოდვილმა გული,
მითხრა ღიმილით, მახარებსო ჩემთან ხარ როცა,
სნეულებასა შინა მყოფებს მე თავად ვუვლი
და გასაცდელში ჩავარდნილებს წყალობით ვლოცავ.
მითხრა, რამდენჯერ არ მესმოდა ძახილი მისი,
განწმენდილ გზიდან მერამდენედ ვიბრუნე პირი,
თუმცა იყავი, ჩემი ხელის გაშვების ღირსი,
რომ მალამაზებს, მონანული როდესაც ვსტირი.
ის იდგა ახლოს, ისე ახლოს.. და ცრემლის ზღვაში,
ვახრჩობდი წარსულს, დამქანცვოდა ყველა იმედი,გასაცოდავდა მეტყველება და უფლის ხმაში,
გადაიშალა ყველა მადლი, თუნდაც მცირედი.
გადაეყვლიფა მუხლის თავებს ბინძური ცოდვა,
რად გინდა ყოფნა, თუ ამაო დღეებით ჰკლავდე,
ავკინძე ერთად უსარგებლო ცხოვრება ჰოდა,
უფლის ფეხებთან ცრემლიანი ხელებით დავდე.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев