რატომ ვერ გაუგე ჩემს გულს,
ნუთუ ბევრი რამე მსურდა?
მხოლოდ სიყვარული შენი,
დიდი ოცნებების გუდა...
რატომ ვერ გაიგე ჩემი?
ბევრი არაფერი მინდა -
მხოლოდ სიყვარული, როგორც
თქეშად მოვარდნილი წვიმა!
როგორ ვერ გაუგე ფიქრებს?
შენით გამიზრდია ყველა...
შენი სიყვარული მინდა,
მარტო ამ სამყაროს ხელა!..
რატომ ვერ გაუგე ჩემს გულს,
ნუთუ ბევრი რამე სურდა?
მხოლოდ სიყვარული შენი -
დიდი ოცნებების გუდა!..
26.10.2014
მაკა