დედი,შობაღამე მალე გათენდება,
ფანჯრებს მივამაგრებ სანთლებს,
შენ კი სალოცავი სიტყვა შემაწიე,
მინდა დამებედოს ამ წელს.
მინდა შენი გულის სითბო ყველგან დამყვეს,
სადაც კი წავალ და რამდენს,
დედი,სასწაული ზეცას ჩამოხსენი
კრძალვით ამიცხადე დამდეგს...
დედი, შობაღამე მალე გათენდება,
ფიქრი თეთრ ფანტელებს მაფრქვევს,
ყველა სურვილი და ყველა ნატვრისთვალი
მინდა სიყვარულად ახდეს.
დედაზე ტკბილი და საყვარელი,
ხომ არც არსებობს, არც არსებულა.
დედის შესადარ სიტყვას ვერ იტყვი,
არც ითქმება და არც ადრე თქმულა.
დედა-ეს სიტყვა,ყველაფერს უდრის
სიცოცხლეს,სითბოს, სიხარულს,მზესაც
და მის საშველად ცეცხლზეც, რომ დამწვან,
სიტყვას ხმამაღლა არ დავძრავ ერთსაც.
დედა,ეს არის ისეთი ძალა,
კაცმა ნათქვამი რომ დაგიმტკიცოს,
მას ყველაფერი დაეჯერება
მშობელი დედა რომ დაიფიცოს.
”სანამ დედა მყავს არ დავბერდები”
ასე ამბობენ,ასე მღერიან,
ადრე დაობლდე,ან გვიან თუნდაც,
დედას სიკვდილი არ უწერია.