ქრისტე აღსდგა !!!
გილოცავთ!!!
23 აპრილს აღდგომის სწორზე მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს.
ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკით, რომელსაც ეწოდება კვირაცხოვლობა ანუ ახალი კვირა ანუ აღდგომის განახლება.
ეს დღე განახლებაა აღდგომის დღესასწაულის. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირიაკე (კვირა დღე) აღდგომის დღესასწაულია, სწორედ ამიტომ ვიკრიბებით ქრისტიანები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე. ძველი ქრისტიანები ყოველ კვირა დღეს ერთმანეთს სააღდგომო მისალმებით ხვდებოდნენ: „ქრისტე აღსდგა!“ - „ჭეშმარიტად!“
კვირაცხოვლობას ეწოდება აგრეთვე თომას კვირა შემდეგი მიზეზის გამო: სახარებაში აღწერილია (იოანე 20, 19-20), თუ როგორ გამოეცხადა აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარ
ⴕⴐⴈⴑⴒⴄ ⴀⴖⴑⴃⴂⴀ
ႵႰႨႱႲႤ ႠႶႱႣႢႠ
ქრისტე აღსდგა!
ⴝⴄⴘⴋⴀⴐⴈⴒⴀⴃ
ႽႤႸႫႠႰႨႲႠႣ
ჭეშმარიტად
,ღიმილი და მილოცვები თუმცა ბევრი გავეცით,
ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად, ხოლო ჩვენ კი დავეცით.
ალბათ თვითონ ღმერთი ირჩევს - უცნაური რამეა,
ქრისტეშობა თითქმის მუდამ საოცარი ღამეა;
დეკემბერი დააჭენებს ყინვით ნახატ ეტლებსა,
იმ ღამით ხომ წამებული ქრისტე იშვა ბეთლემსა.
მერე ზეცად აღევლინე, არ გიგუეს მიწაზე,
ნუთუ აღარ დაბრუნდები ცოდვილ დედამიწაზე?!
ზეცად წასულს უკან მოგყვა ლოცვა ცრემლის დამდენი,
ქვეყნად ერთი ქრისტე დარჩა და იუდა - რამდენი.
ალბათ მისთვის გაიაფდა ღალატი და გაცემა,
ფეხზე დგომა არის ძნელი, ადვილია - დაცემა!
მეც დავრწმუნდი, არ გამქრალა ქვეყნად შური და მტრობა
და წარსული სიზმრად მექცა, მომავალი - ოცნებად,
მ
დღევანდელ დღეს კაცობრიობამ ღმერთს სიკვდილი მიუსაჯა. დღეს მოხდა ღმერთის საშინელი განსჯა. სამყაროს არასდროს უხილავს ასეთი უმანკო განსასჯელი და ასეთი საშინელი მსაჯული.
ამ დღეს მოხარხარე ჯოჯოხეთი ჩასახლდა ადამიანში და დასცინა ღმერთსა და ყოველივე ღვთაებრივს. დღევანდელ დღეს სიკვდილი მიანიჭეს მას, ვინც კაცობრიობას მარადიული ცხოვრება მიუძღვნა.
გოლგოთიდან ყველაფერი ხელისგულივით მოჩანდა. ნათელი იყო ყოველივე და სამყარო განაჩენს ელოდა. განაჩენი წარმოითქვა ნაგვემი, შეურაცხყოფილი, ტანჯული ძე კაცისას მიერ: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“.
კაცობრიობამ გოლგოთაზე გაასამართლა ქრისტე, მაგრამ გოლგოთაზევე გასამართლდა კაცობრიობაც. გოლგოთაზევე დასრულდა ადამის მოდგმის ქრისტიანობამდელი ისტორ
დიდი ხუთშაბათი, საიდუმლო სერობა - წმიდა ეკლესიის დაარსება-დაფუძნების დღე
ეკლესიის უმთავრეს მისიას, რომელიც პირველითგანვე მასში, ღმრთის კურთხევითა და წმიდა განგებულებით ჩადებულია, ადამიანის განღმრთობა - ცხონება წარმოადგენს, რომელიც თავის მხრივ ამსოფლიური ცხოვრების დროში, ვიდრე სხეულებრივი მდგომარეობის დატოვებამდე, განგრძობითი პროცესი გახლავთ. აღნიშნული კი, შეუძლებელია ევქარისტიის უწმიდეს საიდუმლოში მონაწილეობის - უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს წმიდა, პატიოსანი და უხრწნელი სისხლისა და ხორცის ზიარების გარეშე. შესაბამისად, ევქარისტია ეკლესიის წიაღშია და ვერ იქნება ევქარისტია ეკლესიის მიღმა და პირუკუ, არ არსებობს ეკლესია ევქარისტიის გარეშე. პირველი ევქარისტია კი, უფლის მიერ შესრულდა ვნების შვიდეული