უგულო ღალატით ისევ რომ დავეცე, ჩემს გულზე ბევრჯერაც რომ გადაიარონ, და ამ ტკივილისგან დაღვრილი ცრემლები ქარბუქმა მთლიანად რომ დაანიავოს, გული რომ ჩამაკვდეს, სული რომ გამშორდეს, მზის სხივმა საშველად რომ დააგვიანოს, გჯეროდეთ, არასდროს, მაინც არ გავქრები, არასდროს გავაბავ სიკვდილთან დიალოგს, მე ძალმიძს, წამოვდგე, თვალებში ჩაგხედოთ, სადაც დაბნეული ღიმილი კიაფობს, უხმოდ მიგატოვებთ და გზას გავაგრძელებ, მინდა ჩემმა გულმა ზღვის ტალღას მიაგნოს, სიცოცხლის სიყვარულს ვერავინ წამართმევს, თუნდაც ქარაშოტმა, კვლავ, გადამიაროს, სულის სიძლიერე არასდროს მღალატობს და შეშლილ ზღვის ტალღებს ღიმილით მიაპობს, ის ვინც მიღალატა მე ვეღარ მომძებნის, არასდროს დავუშვებ, რომ ჩემს გულს მიაგნოს, ჩემი სიყვარულით მწვერვალებს შე