გილოცავთ! 4 დეკემბერს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულია***
დღესასწაულის განმარტება***
როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი 3 წლის შესრულდა, მისმა მშობლებმა, იოაკიმემ და ანამ იგი იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. მათ ჰქონდათ დადებული აღთქმა, რომ თუ უფალი შვილს უბოძებდა, მას 3 წლიდან, უფალსვე მიუძღვნიდნენ. მართლაც, როდესაც ღვთისმშობელი 3 წლის შესრულდა, მის სახლში შეიკრიბა ნათესაობა, რათა წმინდა ქალწული ტაძრისკენ გაეცილებინათ. თითოეულ მათგანს ჰქონდა ანთებული კელაპტრები და ასე საზეიმო მსვლელობით მოიყვანეს წმინდა მარიამი იერუსალიმის მთავარ სალოცავში. ტაძართან მათ მიეგება მღვდელმთვარი და სამღვდელოება. იქვე ერთი სასწაული მოხდა. ტაძარს მაღალი კიბეები ჰქონდა და წარმოუდგენელი იყო, რომ 3 წლის ბავშვი დაუხმარებლად ასულიყო. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა კი თავისუფლად აიარა ყველა საფეხური, რადგან სულიწმინდა უკვე მასთან იყო და ის ემზადებოდა გამხდარიყო დედა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ამის შემდეგ კიდევ უფრო დიდი სასწაული მოხდა: მღვდელმთავარმა ჩაჰკიდა მას ხელი და პირდაპირ წმინდანთა წმინდაში შეიყვანა. თავად მღვდელმთავარი წმინდათა წმინდაში წელიწადში ერთხელ შედიოდა და მის გარდა სხვას არავის ჰქონდა იქ შესვლის უფლება. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის რჩეული რჩეულთა შორის.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев