Предыдущая публикация
დღეს გულის ნაწილს გაგაყოლებ, როდესაც წახვალ,
უკანასკნელად ჩაგიხუტებ, დროებით გიშვებ,
დარჩენილ, გულს კი მაშინ მოგცემ ისევ რომ გნახავ,
შენს იმედიან გაღიმებას ჩემთვის ვიტოვებ,
გემშვიდობები და მთრთოლვარე ხელით ჯვარს გსახავ,
მიყვარხარ, ამას უამრავჯერ, მე მაინც გეტყვი,
მე არ დაგეძებ, რადგან ისევ ჩემში ხარ, აქ ხარ,
ნახვამდის ჩემო საყვარელო, თბილო ფერია,
ბედნიერებას ცრემლში ვახვევ და შენს გულს ვატან,
მე შენ მიყვარხარ, არასოდეს არ დაგავიწყდეს,
თუ დაგავიწყდა, შეგახსენებ, როდესაც გნახავ...
18.06.15.
ქეთი ალასანია.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 11