ლოცვად ქცეული ვანთებ კელაპტარს,
სათქმელს იტყვიან ჩემი ცრემლები,
მოგონებების ხიდებს გადავწვავ
და ამ ცხოვრებას არ დავნებდები,
შემოვაძარცვავ გულს მწუხარებას,
ზეცის სარკმელთან მზეს შევეხები,
ნისლს რომ გავფანტავ, მერე სიყვარულს,
მე უსასრულოდ დავებედები,
შემოდგომის და ზაფხულის ზღურბლზე,
ფერმკრთალ, მზის სხივებს შევეგებები,
ოცნების ბილიკს მოვფენ იმედით,
ბედნიერებას როცა შევხვდები..