ჩვენ ვაჟკაცებად ღმერთმა დაგვბადა, ჩვენ ვაჟკაცებად დავიხოცებით, ჩვენი ვალია სამშობლოს დაცვა, ჩვენ უფლისაგან დავილოცებით. რამდენი ცრემლი, რამდენი წამი, რამდენი ტანჯვა გასავლელია, ჯარის ცხოვრება არც ისე კარგი, ყველა ვაჟკაცის მოსახდელია. ჯარისკაცს ღამით, უძილოს, დაღლილს, სახლ-კარზე ფიქრში დასთენებია, ჯარში ვართ, ვიხდით ჩვენს ვალს კაცურად, სხვა გზა და სხვა ხსნა არ დაგვრჩენია.