დაღუპული ბავშების:რევაზ
დემეტრაშვილის, თორნიკე
ხვიჩიას და დავით ზაქარაძის
ხსოვნას:
სამძიმარს ვუცხადებ
გარდაცვლილთა ოჯახებს და
სრულიდ საქართველოს,
ქობულეთში დატრიალებული
ტრაგედიის გამო...
ცეცხლი გადაწვავსო
უთქვამთ, დედამიწას,
ყინული, ცრემლებად გალღვა,
სამშობლო მისტირის,
კვნესის, ვეღარ იტანს,
ცეცხლით დაწყებულა წარღვნა...
ცეცხლის ალებმა
ზეცამდე აზიდეს,
სამი ანგელოზის სული,
პირველს, საქართველოს,
ცრემლი რომ დასცვივდეს,
დაიწვა სამი გული.
ვინ იცის, რა ნახეთ
ბიჭებო იმ ღამით,
თქვენს ირგვლივ
ბალღამი დუღდა,
იქნებდა, ლოცავდით
სამშობლოს თქვენ სამნი,
ლაკრიმოზა კი ჰქუხდა.
რამდენი მშობელი
გყოლიათ ბიჭებო,
ანგელოზებო ცისა,
ყველას რომ გულს ეწვით,
ყველა რომ დაგტირით,
ყველა რომ გღებულობთ მისად.
რა ვუთხრა თქვენს დედებს
და დედა სამშობლოს,
თქვენს გამო ცრემლს რომ ვერ
ილევს,
დავსტირით თქვენს სულებს,
შეწყვეტილ სიცოცხლეს
თქვენს ვერგაჩენილ შვილებს.
დაიწვა იმედი,
დაიწვა ოცნება,
შეჩერდა თქვენი წამი,
ნათელში გამყოფოთ
მამა ზეციერმა
და გაგანათლოთ,
ამინ!
მანანა ტონია 11.05.15.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 5