მაგრამ ხანდახან არ ვიცით, როგორ გამოვხატოთ ჩვენი გრძნობები. არადა, სინამდვილეში არ არის საჭირო განსაკუთრებული გმირობები ან ძვირფასი საჩუქრები, დედასა და მამას სიყვარული რომ დაუმტკიცოთ. უბრალო ყურადღებისა და ზრუნვის გამოჩენაა საჭირო ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს ამბავი შვილის დედისადმი თბილ გრძნობებზეა.
ერთხელ რესტორანში წყვილი შევიდა, რომელმაც მაშინვე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. ხანდაზმული და სუსტი ქალბატონი თავისი ვაჟის თანხლებით იყო. მოხუცი საკმაოდ ავადმყოფურად გამოიყურებოდა, ხანდახან უვარდებოდა დანა-ჩანგალი ან საკვებს კაბაზე ისხამდა. ეს ზოგიერთ სტუმარს აღიზიანებდა, მაგრამ ბიჭი სრულიად არ აქცევდა ყურადღებას გარშემო მყოფთა რეაქციას. მაგიდასთან ჯდომის განმავლობაში მოთმინებით და დიდი რუდუნებით უვლიდა დედას.
რომ ისადილეს, დედას ადგომაში დაეხმარა, ნამცეცები ჩამობერტყა, სათვალე და ვარცხნილობა შეუსწორა და საპირფარეშოსკენ გააცილა. ამ დროს რესტორანში სრულმა სუჩუმემ დაისადგურა და რესტორნის სტუმრები ამ უცნაურ წყვილს ადევნებდნენ თვალს.
ამასობაში კაცმა საფასური გადაიხადა, საპირფარეშოდან გამოსულ დედას ხელი ჩაკიდა და გასასვლელისკენ გაეშურა. გზად ერთმა, იქ მსხდომთაგან, გამოსძახა: "უკაცრავად, მგონი თქვენ რაღაც დაგრჩათ!"
"მაპატიეთ, მაგრამ ცდებით, არაფერი დამვიწყებია", - უპასუხა ბიჭმა. ამაზე ისევ უპასუხეს: "არა! თქვენ ვერ მიმიხვდით. თქვენ გაკვეთილი დაუტოვეთ ამ დაწესებულების ყველა სტუმარს. ყველა დედას და ყველა შვილს!~ ამ მომენტში რესტორანში ისევ ყველა გაჩუმდა – ყველა დაეთანხმა ამ სიტყვებს.
ყველა მშობელი ოცნებობს ასეთ მზრუნველ შვილებზე. მოხუც მშობლებს განსაკუთრებული საჩუქრები არ უნდათ. მათ მხოლოდ ყურადღება და ზრუნვა სჭირდებათ. და თუ დედამ შვილი სიყვარულით გაზარდა, ის ყოველთვის იმავეთი უპასუხებს მშობელს...
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев