ნერვიულობა გვიღებს ბოლოს.
მაგრამ ნერვიულობა არა, რასაც ნერვიულობამდე
მივყავართ ის გვიღებს ბოლოს.
ადამიანები გვკლავენ.
ადამიანებს რას ვერჩი,
ჩვენი ნება არ არის ვისთან ვიბრძოლებთ ?
მოკლედ რომ ითქვას
ჩვენ მოსიარული თვითმკვლელები ვართ.
აი,
მე ხომ არავის არაფერზე ვაწუხებ,
თქვენც შემეშვით რა,
ჩემს ქუჩაზე ჩემი ხმა უნდა ისმოდეს.
დღეს თხუთმეტია,
ბოლომდე გაიმართა წელში აგვისტო.
გუშინ,
შუადღით,
კაი სქელი ჯინსის შარვლით
და მაღალყელიანი ბათინკებით რომ ამოვდიოდი უბანში,
ვიღაცამ უკნიდან მომაყოლა:
ეს ტიპი გიჟია.
ხანდახან მეც ეგრე მგონია,
ამიტომ არ მივტრიალებულვარ უკან,