და თუ ჩემ პალტოს,შენი თმების
სუნი აქვს ჯერაც
,
მე მჯერა,
მჯერა,
რომ შენი კაბა კვლავ იმახსოვრებს
ჩემს ამაყ თითებს.არ ვიცი რომელ ქუჩაზე ვდგავარ,
ანდა საითკენ წამიღებს ქარი
მე მზე მჭიდება და მისი ძალა,
რომ შუქი მივცე შენს მბღუტავ თვალებს.ჩემი ხელები უღალატო
შენი მცველები,
ამაყად დგანან,შენი გულის
სადარაჯოზე.
და მარტოობით გამოთხრილი
შავი უფსკრული,
ყლაპავს შერჩენილ ღიმილსა
და ბედნიერებას.