Предыдущая публикация
და დილიდან უკვე დავბერდი,
ჩემთვის არაა ეს, არაფრით გარდაცვალება,
ახლოს რომ ვიყო, სასულეთის კარს შევაღებდი
და ნელთბილ სხეულს ავაცლიდი ტანჯვა-წამებას.
დედა მომიკვდა...
და ატირდა ჩემში ბავშვობა.
მალე, ამ ყოფას დაერქმევა ალბათ ობლობა.
მე, მოვლენილმა, სულ სხვა ქალის, სულ სხვა საშოდან,
მხოლოდ დედაჩემს დავულოცე ჩემი მშობლობა.
დედა მომიკვდა...
და დაწნეხა გული ტკივილმა,
უცხოობაში მისი სული სად გამეპარა...
ხორხი გახეთქა უმწეობის ცივმა კივილმა
და დედის ცხედარს, ცხრა მთის გაღმა გადაეფარა.
დედა მომიკვდა..
მანანა ფრუიძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев