მინდა გიყვარდე..ტკივილამდე,ძლიერ გიყვარდე,ისე გიყვარდე,რომ ჩემს გარდა სხვას ვერ იტანდე.მინდა გჯეროდეს ჩემი გწამდეს ჩემი გჯეროდეს,ჩემი დანახვით გული,გონება,თავბრუ გესხმოდეს.სხვას ვერ ხედავდე ყველგან,ყოველთვის მე მომიხმობდე,გულის სიხარულს დარდს და წუხილს მე მომითხრობდე.ჩემგან სიშორე სევდას გგვრიდეს,სულს გიყინავდეს,ფიქრს გიბურავდეს,ჩუმად თვალზე ცრემლს გინამავდეს.ჩემთვის იბრძოდე,მინდა მუდამ ჩემთვის ილტვოდე,სხვაში არასდროს არ გამცვალო ყველამ იცოდეს.მინდა მიხმობდე,გენატრებოდე,ჩემთან შეხვედრა გეზმანებოდეს,სიზმრად ნახული ცხადში ხატად გელანდებოდე,სულ მე მეტრფოდე,სხვისთვის შეხედვაც გენანებოდეს,ჩემით სუნთქავდე,ჩემით გრძნობდე,ჩემით ხედავდე,ჩემს გულისტკენას,თუნდაც წყენას შენ ვერ ბედავდე,მაშინ გინატრებ,ჩე
გამიღიმეთ და მერე გამჭორეთ,შემიშურეთ და მიმატოვეთ,დამანახეთ ადამიანები! ფიტულები უკვე დავინახე. შემომაყარეთ თვალებში სინამდვილე, შემომფიცეთ მეგობრობა და მერე გამყიდეთ. :)