ჩემმა მეგობრებმა კარგად იცით რომ უკვე 5 წელია ჩემი ერთადერთი შვილის, ნინო ბერუაშვილის სიცოცხლის გადარჩენისთვის ვიბრძვით. ძალიან გრძელი და რთული გზა გამოვიარეთ. უფლის, ექიმების და კეთილი ადამიანების დახმარებით აქამდე მოვედით.... მართალია ამ გზის ბოლოს ძალიან რთულ და მძიმე სოციალურ და ყოფით გარემოში აღმოვჩნდით, მაგრამ მთავარი იყო შვილი ცოცხალი მყოლოდა. ბოლო დღეებში სისხლის ფორმულა აგვერია, თვითიმედოვნებით და ექიმის მითითებით დავიწყეთ ისევ ინტენსიური მკურნალობა, მაგრამ გუშინდელმა კვლევამ ონკოჰემატოლოგიაში დაგვიდგინა რომ ჩემს შვილს აქვს რეციდივი. დაავადება: მწვავე მიელოიდური ლეიკემია დაბრუნდა, ბლასტებმა "გაიღვიძა" და პირვანდელ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. დრო ჩვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს და თითოეული დღე მნიშვნელოვანია, სასწრაფოდ გვესაჭიროება მისი გადაყვანა საფრანგეთში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის მიზნით, სანამ ამ მაჩვენებლებით კიდევ შესაძლებელია მისი შედარებით უსაფრთხო ტრანსპორტირება და ის, რაც შემდგომ გველოდება. დღეს გაიცა ახალი ფ.100 შესაბამისი დიაგნოსტირებით და მითითებებით. ჩემმა ახლო მეგობრებმა ისედაც იცით ჩვენი რეალობა. მე, როგორც დედა, დიდი მოკრძალებით მოგმართავთ თხოვნით, გაავრცელოთ ეს პოსტი თქვენს მეგობრებში და შესაძლებლობის ფარგლებში დაგვეხმაროთ. დრო აღარ გვაქვს, თუ რაიმე პირადი ან სენსიტიური კითხვები გექნებათ, მომწერეთ პირადში, რადგან აქ ყველაფერზე საუბარი ძალიან მიჭირს. თქვენი იმედი მაქვს...... ეს ფოტო დაავადების დასაწყისშია გადაღებული და გახსოვთ...
საბანკო რეკვიზიტები: საქართველოს ბანკი, ნინო ბერუაშვილი, პ/ნ 01011038108, ანგ.ნომერი GE62BG0000000699350100.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев